ალექსანდრა კოლონტაი

ალექსანდრა მიხეილის ასული კოლონტაი (ქალიშვილობის გვარი დომონტოვიჩი; დ. 19 მარტი, 1872, პეტერბურგი — გ. 9 მარტი, 1952, მოსკოვი) — საერთაშორისო და რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, საბჭოთა დიპლომატი.

ალექსანდრა კოლონტაის საფლავი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე

ბიოგრაფია რედაქტირება

1901 წელს ჟენევაში გაიცნო გიორგი პლეხანოვი, ხოლო 1905 წელს პეტერბურგში გაიცნო ვლადიმერ ლენინი. 1905 წელს მისი დახმარებით შეიქმნა „მუშა ქალთა ურთიერთდახმარების საზოგადოება“. 1906 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მენშევიკი. 1908 წლიდან ემიგრაციაში იყო. 1915 წლიდან იყო ბოლშევიკი. რუსეთში დაბრუნდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იყო პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრი. იგი მსოფლიოში პირველი ელჩი ქალია. 1923 წლიდან იგი საბჭოთა სრულუფლებიანი დილომატიური წარმომადგენელი იყო ნორვეგიაში, 1926 წელს - მექსიკაში, 1927–1930 წლებში ისევ ნორვეგიაშია, 1930–1945 წლებში წარგზავნილი, შემდეგ ელჩი შვედეთში. 1945 წლიდან სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. კოლონტაის აქვს წიგნები და სტატიები უმთავრესად ქალთა რევოლუციური მოძრაობის საკითხებზე, დაჯლდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით, მექსიკისა და ნორვეგიის ორდენით.

ლიტერატურა რედაქტირება