იულიუსის კალენდარი

კალენდარი
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: შესწორებული იულიუსის კალენდარი.

იულიუსის კალენდარი, ძველი სტილი (საშუალო წლიური ხანგრძლივობა — დღე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შეადგინა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენემ და შემოღებულ იქნა იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს.

ადრე არსებულ კალენდრებისაგან განსხვავებით, იულიუსის კალენდარი უფრო კარგად იმეორებდა ტროპიკული წელიწადის, ანუ მზის გარშემო დედამიწის ერთი შემოვლის რითმს, რის გამოც ის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც კალენდრის საუკეთესო ვარიანტი.

ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. შესაბამისად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. როგორც ცნობილია ტროპიკული წელიწადი შედგება 365,2421897 დღისაგან (365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,19 წამი), ხოლო იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 1 დღე-ღამე 128 წელიწადში, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშნული სხვაობა მიიღწევა 3030 წლის შემდეგ.

1582 წელს, რომის პაპ გრიგორი XIII-ის ძალისხმევით იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრიგორიანული კალენდრით (ახალი სტილი).

სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის ციფრებში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოყვანილ ცხრილში.

გრიგორიანული კალენდარი იულიუსის კალენდარი შესწორებული
იულიუსის კალენდარი
ხანგრძლივობა 365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამი (365,2425 დღე) 365 დღე, 6 საათი (365,25 დღე) 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 50 წამი (365,24222 წელი)
ტროპიკული წელი 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე)
სხვაობა 25,9 წამი (0.00033 დღე) 11 წუთი და 13.9 წამი (0,00783 დღე) 3,9 წამი (0,00005 დღე)

თვეების სია

რედაქტირება
თვეები რომაულად დღეების რაოდენობა ძვ. წ. 46-მდე დღეების რაოდენობა ძვ. წ. 46-ის შემდეგ შესაბამისი თვეები ქართულად
Ianuarius 29 31 იანვარი
Februarius 28 (ნაკიანი წელი: 23 ან 24) 28 (ნაკიანი წელი: 29) თებერვალი
Mercedonius/Intercalaris 0 (ნაკიანი წელი: 27) (გაუქმდა)
Martius 31 31 მარტი
Aprilis 29 30 აპრილი
Maius 31 31 მაისი
Iunius 29 30 ივნისი
Quintilis[1] 31 31 ივლისი
Sextilis 29 31 აგვისტო
September 29 30 სექტემბერი
October 31 31 ოქტომბერი
November 29 30 ნოემბერი
December 29 31 დეკემბერი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. The spelling Quinctilis is also attested; see page 669 of The Oxford Companion to the Year.