აშოკა
აშოკა (დევანაგარი: अशोक IPA: aˈɕoːkə; ძვ.წ. 304-232) — ინდოეთის იმპერატორი მაურიის დინასტიიდან, რომელიც მართავდა თითქმის მთელ ინდოეთის ნახევარკუნძულს ძვ. წ. 269-232 წელებში. რამდენიმე სამხედრო დაპყრობის შედეგად, ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი, თანამედროვე ინდოეთზე დიდ სახელმწიფოს მართავდა. მისი იმპერია გადაჭიმული იყო თანამედროვე პაკისტანიდან ბანგლადეშამდე და ქერალადან ანდჰრამდე. მან დაიპყრო კალინგის სამეფო, რომლის დაპყრობა ჩანდრაგუპტა მაურიას დინასტიიდან მოყოლებული ვერავინ შეძლო. მისი სამეფოს ცენტრი იყო მაგადჰაში (თანამედროვე ბიჰარი). კალინგის ომში მასიურ მკვლელობათა შესწრების შემდეგ, შემოიღო ბუდიზმი. მოგვიანებით, აზიაში ბუდიზმის პროპაგანდას ეწეოდა და ააგო ბუდდჰა შაკიამუნის ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ძეგლი. აშოკა იყო აჰიმსას (უძალადობის), სიყვარულის, ტოლერანტობისა და ვეგეტარიანელობის მიმდევარი. ისტორიაში ფილანტროპულ მმართველადაა ცნობილი.
მისი სახელი „აშოკა“ ნიშნავს „უმტკივნეულოს“. მის ედიქტებში ასევე მოიხსენიებდნენ დევანამპრიჲად („ღმერთებისთვის საყვარელი“).
აშოკას დიდი წვლილი მიუძღვის ბუდიზმის მსოფლიო სარწმუნოებად ქცევაში.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bruce Rich. To Uphold The World Author Discussion დაარქივებული 2013-04-26 საიტზე Wayback Machine.