მესაწოლეთუხუცესი
მესაწოლეთუხუცესი — მესაწოლეთა უფროსი, მეფის საწოლის გამგებელი მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. მესაწოლეთუხუცესი ემსახურებოდა მეფეს მისი ჩაცმა-მოკზმის დროს. იგი მსახურთუხუცესის უწყებაში შედიოდა და თავისი პატივით ოდნავ ჩამორჩებოდა მოლარეთუხუცესს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 596.