საკონდიტრო ომი
საკონდიტრო ომი | |||
---|---|---|---|
სან ხუან დე ულუას ბრძოლა.სან ხუან დე ულუას ციხესიმაგრის დაბომბვა. | |||
თარიღი | 27 ნოემბერი 1838 — 9 მარტი 1839 | ||
მდებარეობა | მექსიკა | ||
შედეგი | საფრანგეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
საკონდიტრო ომი ვიკისაწყობში |
საკონდიტრო ომი (ესპ. Guerra de los pasteles, ასევე „პირველი ფრანგული ინტერვენცია მექსიკაში“) — საფრანგეთის ჯარების შეჭრა მექსიკაში 1838 წელს.
1838 წელს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპს მფარველობის თხოვნით მიმართა ფრანგმა კონდიტერმა რემონტელმა. იგი ამტკიცებდა, რომ მისი მაღაზია 1828 წელს არეულობის დროს გაანადგურეს მექსიკელმა ოფიცერ-მოროდიორებმა. საფრანგეთმა თავისი მოქალაქისთვის მოითხოვა 600 000 პესო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ეს თანხა უკიდურესად მაღალი იყო მუშის საშუალო დღიურ ხელფასთან შედარებით, რომელიც დაახლოებით ერთ პესოს შეადგენდ ამასთან ერთად მექსიკამ მილიონობით დოლარის ოდენობის კრედიტის დეფოლტი გამოაცხადა.[1]
საფრანგეთმა ვალების დაბრუნება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც გადახდა ვერ მიიღო, მეფემ გაგზავნა ფლოტი შარლ ბოდენის მეთაურობით, რათა დაებლოკა მექსიკის ყველა პორტი იუკატანიდან რიო გრანდემდე, დაბომბა მექსიკის ციხე სან-ხუან დე ულუა, დაიპყრო ვერაკრუსის პორტი. 1838 წლის დეკემბრისთვის პრაქტიკულად მთელი მექსიკის ფლოტი დაიპყრო ვერაკრუსში. მექსიკამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.
სავაჭრო მარშრუტებს მოწყვეტილმა მექსიკელებმა იმპორტი გადაიტანეს კრისტის კორპუსში, ტეხასში და შემდეგ მექსიკაში. შედეგად, საფრანგეთმა დაბლოკა ტეხასის პორტები და ტეხასის რესპუბლიკის ბატალიონმა დაიწყო პატრულირება ყურეში მექსიკელი კონტრაბანდისტების საქმიანობის აღკვეთის მიზნით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფრანგების დასახმარებლად შხუნა „ვუდბერი“ გაგზავნა. ტეხასელებთან მოლაპარაკების შემდეგ, საფრანგეთი პირობა დადო, რომ არ შეიჭრებოდა ტეხასის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან მის აკვატორიაში.[2]
დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ჩარევით, პრეზიდენტი ანასტასიო ბუსტამანტე საბოლოოდ დათანხმდა დავალიანების გადახდას და 1839 წლის 9 მარტს ფრანგებმა გაიყვანეს ჯარები.[3]
ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანას მონაწილეობა
რედაქტირებამექსიკის მთავრობამ ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანას მიანდო არმიის მეთაურობა და უბრძანა მას, ყველანაირად დაეცვა ერის ინტერესები.
ვერაკრუსში საფრანგეთის დაცვასთან შეტაკებისას სანტა ანა დაიჭრა მკლავში და ფეხში. ტერფი მოტეხილი ჰქონდა, შედეგად კიდურის ნაწილი დაკარგა. ამპუტირებული ფეხი მან სრული სამხედრო პატივით დაკრძალა. ეს ფაქტი გაბრიელ გარსია მარკესმა თავის ლექციაში აღნიშნა.
მშვიდობის აღდგენა
რედაქტირებასაფრანგეთმა ჯარები 1839 წლის 9 მარტს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გაიყვანა. როგორც აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილი, მექსიკის მთავრობა დათანხმდა 600,000 პესოს ანაზღაურებას საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო საფრანგეთმა მიიღო დაპირებები სამომავლო სავაჭრო ვალდებულებების შესახებ სამხედრო ანაზღაურების ნაცვლად. თუმცა ეს თანხა არასოდეს გადაუხდიათ, რაც შემდგომში 1861 წელს მექსიკაში საფრანგეთის მეორე ინტერვენციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
1867 წელს მექსიკის გამარჯვებისა და 1870 წელს საფრანგეთის მეორე იმპერიის დაშლის შემდეგ, მექსიკასა და საფრანგეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აღუდგენიათ 1880 წლამდე, როდესაც ორივე ქვეყანამ უარი თქვა ომთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.[4][5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Nofi A. A. The Alamo and the Texas War for Independence — Da Capo Press — ISBN 0-306-80563-4
- Warner M. S. Consise Encyclopedia of Mexico — Fitzroy Dearborn.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Velázquez Flores, Rafael (2007). Factores, Bases y Fundamentos de la Política Exterior de México. Plaza y Valdés, p. 117. ISBN 970-722-473-8.
- ↑ "The Mexican Campaign, 1862–1867". FONDATION NAPOLÉON.
- ↑ Penot, Jacques. "L'expansion commerciale française au Mexique et les causes du conflit franco-mexicain de 1838–1839". (ფრანგ.)
- ↑ Coerver, Don M. Mexico Today: An Encyclopedia of Contemporary History and Culture. ABC-Clio, p. 135. ISBN 978-157-607-1328.
- ↑ Nofi, Albert A. (21 March 1994). The Alamo and the Texas War for Independence. Da Capo Press. ISBN 0-306-80563-4.