იუკატანის ნახევარკუნძული

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იუკატანი.

იუკატანი — ნახევარკუნძული ცენტრალურ ამერიკაში. ერთმანეთისაგან გამოყოფს მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვას. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია მექსიკის შტატებს: იუკატანს, კამპეჩესა და კინტანა-როოს. სამხრეთით მდებარეობს სახელმწიფოები: გვატემალა და ბელიზი.

იუკატანის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 18°50′42″ ჩ. გ. 89°07′32″ დ. გ. / 18.84500° ჩ. გ. 89.12556° დ. გ. / 18.84500; -89.12556
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა, გვატემალის დროშა გვატემალა, ბელიზის დროშა ბელიზი
აკვატორია მექსიკის ყურე, კარიბის ზღვა
იუკატანის ნახევარკუნძული (ყვითლად)

IV-დან X საუკუნემდე იუკატანი იყო მაიას ცივილიზაციის ცენტრი. შემორჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური არტე-ფაქტები, რომელთაგან ყველაზე უკეთ ცნობილია ქალაქი ჩიჩენ-იცა, უშმალი, ტულუმი და სხვა.

პირველი ევროპელები ნახევარკუნძულის ნაპირებზე გადასხდნენ 1517 წელს. ესენი იყვნენ ესპანელი კონკისტადორები ფრანსისკო კორდოვა და ხუან დე გრიხალვა. მათ იუკატანის დაპყრობა დაამთავრეს 10 წელიწადში და დედაქალაქად აირჩიეს დღევანდელი მერიდა. ნახევარკუნძულის ადმინისტრაცია ხელიდან ხელში გადადიოდა ახალ ესპანეთსა და გვატემალას შორის. 1822 წლიდან იუკატანი შევიდა დამოუკიდებელი მექსიკის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება