მთავარმმართველი

(გადამისამართდა გვერდიდან მთავარმართებელი)

მთავარმმართველი, მთავარმართებელი (რუს. Главноуправляющий) — რუსეთის ადმინისტრაციული და სამხედრო მმართველობის უმაღლესი ხელისუფალი კავკასიაში 1801-1844, 1882-1904 წლებში. მთავარმმართველი იყო ამავე დროს კავკასიაში მდგარი რუსეთისჯარის მთავარსარდალი. პასუხისმგებელი იყო მინისტრების წინაშე. ექვემდებარებოდნენ ქართლ-კახეთის, იმერეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ჩრდილოეთ კავკასიის მმართველები. 1844-1882 წლებში კავკასიას ადმინისტრაციული ავტონომიის სტატუსი ჰქონდა და მთავარმმართველი მეფისნაცვალმა შეცვალა. 1882-1904 წლებში მთავარმმართველის თანამდებობა აღადგინეს. 1905-1917 ისევ მეფისნაცვლის თანამდებობით შეიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება