იოანე (XII ს. II ნახევარი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტერმინს „იოანე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იოანე.

იოანეXII საუკუნის II ნახევრის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის ჰრომანის მონასტერში. თამარ მეფის შეკვეთით გადაუწერია ვანის სახარება, რომელიც ბიზანტიელ ოსტატს მიქაელ კორესელს დაუსურათებია. მორთულობა (კამარები, თავსამკაულები, მინიატურები) წიგნისა და ტავების დასაწყისშია თავმოყრილი. სახარება (29, 1x21 სმ) დაწერილია ძალიან ლამაზი, კალიგრაფიული ნუსხურით, სეპიის მელნით, ორ სვეტად. მორთულობის სიმდიდრითა და შესრულების ხასიათით ვანის სახარება ერთი უპირველესთაგანია "არისტოკრატიულ" ქართულ ხელნაწერთა შორია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 5, გვ. 187, თბ., 1980