ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერი
ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერი — ძველი ქართული სასულიერო და კულტურული კერა ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლის მახლობლად. ააშენეს ილარიონ ქართველის მოწაფეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ, 876 წელს იმპერატორ ბასილის ხელშეწყობთ. ჩვენამდე მოღწეულია მონასტერში მომზადებული 2 ქართული ხელნაწერი: 1066 წელს სვიმეონ დვალის მიერ გადაწერილი ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანების კრებული (A—№ 134) და XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ვინმე „იოანე უღირსის“ მიერ გადაწერილი ვანის სახარება. გამოთქმულია მოსაზრება რომ მონასტერი 980 წლიდან ქართული აღარ ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლ. მენაბდე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 692.