ზემო პერუ
ზემო პერუ (ესპ. Alto Perú) — წარმოადგენდა რეგიონს პერუს, ხოლო 1776 წლიდან რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოებში. მოიცავდა პოტოსის, ლა-პასის, კოჩაბამბის, ჩიკიტანის, მოხოსისა და ჩარკასის (სუკრეს) საგუბერნატოროებს. იმართებოდა ჩარკასის აუდიენციის მიერ.
ბოლივიის დამოუკიდებლობის ბრძოლისას, რეგიონმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და სიმონ ბოლივარის პატივსაცემად, ახალ ქვეყანას ბოლივია ეწოდა.