ულის სიმპსონ გრანტი (ინგლ. Ulysses Simpson Grant; დ. 27 აპრილი, 1822 — გ. 23 ივლისი, 1885) — ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-18 პრეზიდენტი 1869-1877 წლებში, იუნიონის ჯარების წამყვანი გენერალი აშშ-ის სამოქალაქო ომში, აშშ-ის ჯარების გენერალ-ანშეფი 1864–1869 წლებში.

ულის გრანტი
Ulysses S. Grant
ულის გრანტი Ulysses S. Grant
აშშ-ის მე-18 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1869 – 4 მარტი, 1877
ვიცე-პრეზიდენტი  სკაილერ კოლფაქსი (1869-1873),
ჰენრი ვილსონი (1873-1875),
არავინ (1875-1877)
წინამორბედიენდრიუ ჯონსონი
მემკვიდრერეზერფორდ ჰეისი

დაბადებული27 აპრილი, 1822
პოინტ პლეზანტი, ოჰაიო
გარდაცვლილი23 ივლისი, 1885
უილტონი, ნიუ-იორკი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეჯულია გრანტი
საქმიანობაგენერალ-ანშეფი
რელიგიამეთოდისტი[1]
ხელმოწერა

ულისე გრანტი 1822 წელს ოჰაიოში დაბაღის ოჯახში დაიბადა. გრანტი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ 17 წლის ასაკში აშშ-ის სამხედრო აკადემიაში შევიდა. 1846 წელს აკადემიის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ იგი ამერიკა-მექსიკის ომში მსახურობდა როგორც ლეიტენანტი, სადაც უინფილდ სკოტის და მომავალი პრეზიდენტის ზაქარი ტეილორის ქვეშევრდომი იყო. ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ, რომელიც 1848 წელს დასრულდა, გრანტი არმიაში დარჩა, მაგრამ 1854 წელს უეცრად თანამდებობიდან გადადგა. ის შემდგომ წლებში სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა. სამოქალაქო ომის დროს იგი იუნიონის ჯარებს შეუერთდა.

1861 წელს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გრანტი მოხალისეთა ბრიგადის გენერლად დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით იუნიონმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ტენესში ჰენრის და ონელსონის ფორტები აიღეს. შაილოს ბრძოლის დროს იგი კონფედერაციის ჯარების მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო ბრძოლის მოგება, დიდმა დანაკარგებმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. 1863 წელს გრანტმა ბიკსბურგის ალყის და ჩატანუგას კამპანიის დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რამაც მას ლინკოლნის ყველაზე აგრესიული და წარმატებული გენერლის რეპუტაცია შეუქმნა. 1864 წელს იგი რეგულარული არმიის გენერალ-ლეიტენანტი და აშშ-ის არმიის გენერალ-ანშეფი გახდა. გრანტი კოორდინირებულ სტრატეგიას აღასრულებდა, რომელიც ერთდროულად სამხრეთის არმიის და ეკონომიკური შესაძლებლობების განადგურებისთვის შეტევას გულისხმობდა. 1865 წლის აპრილში რთული ბრძოლების შემდეგ მან კონფედერატების გენერლის რობერტ ლის კაპიტულაცია მიიღო.

იუნიონის გამარჯვებამ გრანტს პოპულარობა მოუტანა. მან აშშ-ის ორ საპრეზიდენტო არჩევნებში 1868 და 1872 წლებში გაიმარჯვა როგორც რესპუბლიკელმა და ენდრუ ჯექსონის პრეზიდენტობიდან 40 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც პოსტზე ორი სრული ვადა გაატარა. იგი პრეზიდენტის რანგში რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა, რაშიც მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა იყო. მან სამხედრო თანამშრომლების ნაწილი თეთრ სახლში გადაიყვანა. მისი ადმინისტრაცია სკანდალებში იყო გახვეული, რაც ნეპოტიზმში და პოლიტიკურ კორუფციაში გამოიხატებოდა.

გრანტმა პოსტი 1877 წელს დატოვა, რის შემდეგაც ორი წელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაატარა. 1880 წელს მან მესამე ვადით პრეზიდენტობა სცადა, თუმცა არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო.

პრეზიდენტობის ორივე ვადის შემდეგ, გრანტი ფინანსური კომპანიის პარტნიორი გახდა, რომელიც მოგვიანებით გაკოტრდა და გრანტს სიცოცხლის ბოლო წლებში ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მემუარები დაწერა, რომელმაც ვეტერანებს, საზოგადოებასა და კრიტიკოსებს შორის დიდი წარმატება ჰპოვა. 1884 წელს გრანტმა შეიტყო, რომ ყელის კიბო ჰქონდა. იგი მემუარების წერის დასრულებიდან ორი დღეში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემწყნარებლობის გამო კორუფციის მიმართ, ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. მაგრამ სამოქალაქო უფლებების და აფრო-ამერიკელების მხარდაჭერის გამო, ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა[2]. გრანტის პორტრეტი 50 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

  1. Religious Affiliation of U.S. Presidents. adherents.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-15. ციტირების თარიღი: 2009-12-02.
  2. See Skidmore (2005); Bunting (2004), Scaturro (1998), Smith (2001) and Simpson (1998); List of presidential rankings. Historians rank the 42 men who have held the office. დაარქივებული 2013-01-21 საიტზე Wayback Machine. AP via MSNBC. msn.com. Last visited February 16, 2009. See list of greatest presidents.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: