ზემერინგის რკინიგზა

ზემერინგის რკინიგზა (გერმ. Semmeringbahn) — სარკინიგზო ხაზი ავსტრიაში, რომელიც იწყება ქალაქ გლოგნიცში და ზემერინგის გავლით მიემართება ქალაქ მურცუშლაგში. ეს იყო ევროპაში აშენებული პირველი სტანდარტული სიგანის რკინიგზა. ამჟამად მიჩნეულია მსოფლიოში პირველ მთის რკინიგზად, რომელიც ურთულეს რელიეფზე წარმატებით იქნა გაყვანილი. იგი ამჟამადაც სრული დატვირთვით მუშაობს და შედის ავსტრიის ფედერალური რკინიგზის შემადგენლობაში.

ზემერინგის რკინიგზა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 46°38′36″ ჩ. გ. 15°49′52″ ა. გ. / 46.64333° ჩ. გ. 15.83111° ა. გ. / 46.64333; 15.83111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 785
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 785
ინგლ.რუს.ფრ.

რკინიგზის მშენებლობა 1848-1854 წლებში მიმდინარეობდა. პროცესში მონაწილეობას იღებდა 20 000 მუშა. პროექტი შეადგინა კარლ ფონ შეგამ. კონსტრუქცია მოიცავს 14 გვირაბს, 16 ვიადუკს და ასამდე ქვისა და 11 რკინის ხიდს. სადგურები და საზედამხედველო ნაგებობები გვირაბების გათხრისას გამოტანილი ნარჩენებისაგან აშენდა. სარკინიგზო ხაზის სიგრძე 41 კმ-ია.

1998 წელს, იუნესკომ ზემერინგის რკინიგზა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება