სოლფერინოს ბრძოლა

სოლფერინოს ბრძოლა
ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომის ნაწილი
თარიღი 24 ივნისი 1859
მდებარეობა სოლფერინო, იტალია
შედეგი ფრანგულ-სარდინიული არმიის გადამწყვეტი გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა სარდინიის სამეფო
ავსტრიის იმპერია
მეთაურები
ნაპოლეონ III
ვიტორიო ემანუელე II
ფრანც იოზეფ I
ძალები
118 600 ჯარისკაცი
(93 600 ფრანგი და 25 000 სარდინიელი)
592 ქვემეხი
119 783 ჯარისკაცი
752 ქვემეხი
დანაკარგები
18 000 მოკლული, დაჭრილი, დაკარგული და დატყვევებული (14 000 ფრანგი, 4 000 სარდინიელი) 22 000 დაღუპული, დაჭრილი, დაკარგული და დატყვევებული
სოლფერინოს ბრძოლა ვიკისაწყობში

სოლფერინოს ბრძოლაავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა ერთი მხრივ საფრანგეთსა და სარდინიის სამეფოს, ხოლო მეორე მხრივ ავსტრიის იმპერიას შორის 1859 წლის 24 ივნისს. ბრძოლა გაიმართა ლომბარდიაში სოფელ სოლფერინოს ახლოს. საფრანგეთის ჯარს ხელმძღვანელობდა ნაპოლეონ III, ხოლო სარდინიის ჯარს ვიტორიო ემანუელე II, ავსტრიის არმიას კი სათავეში ედგა იმპერატორი ფრანც იოზეფ I. ბრძოლა დასრულდა იტალია-საფრანგეთის ალიანსის გადამწყვეტი გამარჯვებით.

ბრძოლის მიმდინარეობა რედაქტირება

პიემონტის მთავრობის მეთაურმა კამილო ბენსო დი კავურმა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-საგან მიიღო შემოთავაზება მხარი დაეჭირა ავსტრიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1859 წლის 4 ივნისს ნაპოლეონ III-ის მეთაურობით მაჯენტის ბრძოლაში ფრანგულ-იტალიური ალიანსის მიერ ავსტრიის იმპერიის დამარცხების შემდეგ ალიანსმა დაიკავა სოლფერინოს მაღლობები და წარმატებით მოიგერიეს ავსტრიელთა კონტრშეტევა, შემდეგ კი აიძულეს უკან დაეხიათ. ავსტრიის ძალების დამარცხებამ იტალიაში გამოიწვია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევება. ბრძოლის დასრულების შემდეგ ვილაფრანკა-დი-ვერონაში ერთმანეთს შეხვდნენ ნაპოლეონ III და ფრანც იოზეფ I, რათა დაედოთ შეთანხმება.

გავლენა რედაქტირება

სოლფერინოს ბრძოლასთან დაკავშირებულია წითლი ჯვრის საზოგადოების დაარსება. შვეიცარიელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე ანრი დიუნანი 1859 წელს საქმიანი მოგზაურობისას იტალიაში სოლფერინოს ბრძოლის შედეგების თვითმხილველი გახდა. საკუთრი მოგონებები და განცდები ამ ინციდენტის შესახებ მან „სოლფერინოს მემუარებში“ აღწერა, რაც შემდგომში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაარსების შთამაგონებელი ფაქტორი შეიქნა. გუსტავ მუანიესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც შემდეგ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეწოდა.

ხსოვნა რედაქტირება

გამარჯვების შემდეგ პარიზში ააგეს ხიდი, რომელსაც სოლეფირნოს ბრძოლის პატივისცემის ნიშნად მისი სახელი ეწოდა. იგი ორჯერ დაინგრა და ხელახლა ააგეს. 2006 წელს კი სენეგალის პრეზიდენტის ლეოპოლდ სედარ სენგორის პატივსაცემად, მისი სახელი მიენიჭა. ამჟამად სოლფერინოს სახელს ატარებს პარიზის ერთ-ერთი ქუჩა და პარიზის მეტროპოლიტენის მე-12 ხაზის ერთ-ერთი სადგური. სოლფერინოს სახელს ატარებს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის (ორლეანი, ლილი, კომპიენი, ტულუზა, რენი) ქუჩა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება