როდრიგესი (კუნძული)
როდრიგესი (ინგლ. Rodrigues Island, ფრანგ. Île Rodrigues) — მასკარენის კუნძულების ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძული. პოლიტიკურად მავრიკის გარე კუნძულების ერთ-ერთი ავტონომიური ადმინისტრაციული ერთეულია მავრიკის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Rodrigues Island ფრანგ. Île Rodrigues | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 19°43′00″ ს. გ. 63°25′00″ ა. გ. / 19.71667° ს. გ. 63.41667° ა. გ. |
ფართობი | 104 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 398 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 40 434 (2011) |
სიმჭიდროვე | 388,79 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მავრიკის კუნძულიდან 560 კმ-ით აღმოსავლეთით. ფართობი — 104 კმ², გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. უმაღლესი წერტილი — ლიმონის (mont Limon) მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 398 მეტრზე.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაროდრიგესის კუნძულზე იზრდება 42 ენდემური სახეობის ხე. ვერშაფელტის ჰიოფორბა (ლათ. Hyophorbe verschaffeltii) ველური ფორმით იზრდება მხოლოდ აქ. ღამურა Pteropus rodricensis ასევე გვხვდება მხოლოდ ამ კუნძულზე.
დღეისათვის განადგურებულია არამფრინავი ფრინველი Pezophaps solitaria (Rodriguez Solitaire) — კუნძულის ბინადარი დრონტების ცალკე სახეობა.
უნიკალურია კუნძულის მარჯნის რიფები. მხოლოდ აქ გვხვდება მარჯნის სახეობა — Acropora rodriguensis.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული 1528 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა დიოგუ როდრიგესმა (პორტ. Diogo Rodrigues).
1691—1693 წლებში კუნძული დაიკავა ნიდერლანდურმა ოსტინდოეთის კომპანიამ.
XVIII საუკუნეში კუნძული გახდა საფრანგეთის კოლონია, სადაც ფრანგებს თავიანთ პლანტაციებში შემოჰყავდათ მონები მადაგასკარიდან.
1810 წლიდან კუნძული შედიოდა ბრიტანეთის კოლონია მავრიკიში.
1968 წლიდან — მავრიკის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილია (1992 წლიდან — მავრიკის რესპუბლიკის). 2003 წელს კუნძულმა როდრიგესმა მიიღო ავტონომიის უფლება, აქვს საკუთარი საბჭო, წარმოდგენილია მავრიკის პარლამენტში.
მოსახლეობა
რედაქტირება2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა კუნძულზე შეადგენს 40 434 ადამიანს[1]. მათგან უმრავლესობა (95 %) — აფრიკელების შთამომავლებია, რომლებიც ლაპარაკობენ კრეოლურ ენაზე, რომლის საფუძველი ფრანგული ენაა, რომელიც ასევე გავრცელებულია კუნძულზე. მორწმუნეთა უმრავლესობა — კათოლიკეა.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ტურიზმი.
ტრანსპორტი
რედაქტირებასაგარეო ტრანსპორტი
რედაქტირებაკუნძული როდრიგესი რეგულარული რეისებით დაკავშირებულია მავრიკის კუნძულთან. ეროვნული ავიაკომპანია Air Mauritius სეზონზე დამოკიდებულებით ასრულებს ფრენას 2—3-ჯერ დღე-ღამეში, თვითმფრინავებით ATR 72. სერ გაეტან დიუვალის აეროპორტი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით.
ყოველ ორ კვირაში პორტ-ლუისა და პორტ-მატურინს შორის რეისებს ასრულებს გემი მაურიტუს პრაიდი (Mauritius Pride). ის გზის გავლას უნდება — დაახლოებით 30 საათი.
შიდა ტრანსპორტი
რედაქტირებაავტოგზები
რედაქტირებაასფალტიანი საფარის ავტოგზები გაყვანილია კუნძულის ყველა ძირითად წერტილამდე. მოძრაობა — მარცხენა მხარე. ერთადერთი ავტოგასამართი სადგური მდებარეობს ქალაქ პორტ-მატურინში.
კუნძულზე მუშაობს ტაქსის სამსახური, ასევე მანქანების, მოტოციკლეტების და ველოსიპედების არენდის რამდენიმე წერტილი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რედაქტირებაკუნძულზე საავტობუსო მარშრუტების განვითარებული სისტემაა. მთავარი ავტოსადგური მდებარეობს ქალაქ პორტ-მატურინში. ავტობუსები მიემგზავრებიან 30—60 წუთიანი ინტერვალით 7:00 საათიდან 16:00 საათამდე (ორშაბათი — შაბათი) და 7:00 საათიდან 10:00 საათამდე (კვირა).
ტურიზმი
რედაქტირებატურიზმი სუსტადაა განვითარებული. ამის ძირითადი მიზეზია — დიდი დაშორება და ინფრასტრუქტურების განუვითარებლობა.
კუნძულზე არსებობს 5 ოტელი (3 და 4 ვარსკვლავიანი), რამდენიმე სასტუმრო სახლი. ძირითადი კაფე, მაღაზია, ტურისტული კომპანიის ოფისი მდებარეობს დედაქალაქში და მსხვილი ოტელების შორიახლოს.
კუნძული პოპულარობით სარგებლობს ეკოტურიზმის მოყვარულებს შორის. ტარდება ფეხით სვლები კუნძულის გარშემო და სიღრმეში, დათვალიერებები ფრანსუა ლეგოს კუების ნაკრძალში და ფრინველთა ნაკრძალში ქოქოსის კუნძულზე.
წყლით გართობებში კუნძულზე შესაძლებელია: დაივინგი, თევზაობა, სნორკლინგი, სპორტის საწყლოსნო სახეობები.
კავშირგაბმულობა
რედაქტირებაკუნძულზე მოქმედებს მავრიკის მობილური კავშირის ორი მსხვილი ოპერატორი — Emtel და Orange. ძირითადი ინტერნეტ-პროვაიდერი — Mauritius Telecom. საფოსტო განყოფილებები მდებარეობენ პორტ-მატურინში და მონ-ლუბენში.