მავრიკი (კუნძული)
მავრიკი (ინგლ. Mauritius, ფრანგ. Île Maurice) — კუნძული ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მავრიკის რესპუბლიკის ძირითადი ნაწილი, რომლის დედაქალაქია — პორტ-ლუი. 2011 წლის აღწერით კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 1 196 383 ადამიანს[1] (2010).
მშობ. სახელი: ინგლ. Mauritius ფრანგ. Île Maurice | |
---|---|
კუნძულის ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 20°15′58″ ს. გ. 57°36′02″ ა. გ. / 20.26611° ს. გ. 57.60056° ა. გ. |
ფართობი | 1865 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 826 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1 196 383 (2011) |
სიმჭიდროვე | 641,49 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებამავრიკის კუნძული შედის მასკარენის კუნძულების შემადგენლობაში. კუნძულის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 1865 კმ²-ს.
კუნძულის დიდ ნაწილს უკავია თითქმის მოსწორებული ზეგნები. ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარის მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 826 მეტრზე.
კლიმატი ტროპიკული ზღვის. თებერვლის თვის საშუალო ტემპერატურა შეადგენს + 23 °C, აგვისტოს თვის — + 19 °C. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა გადანაწილებულია არათანაბრად — 1500 მმ-დან (მთის რაიონებში) 5000 მმ-მდე (სანაპირო რაიონებში).
კუნძულის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტროპიკულ ტყეებს. არსებობს სხვადასხვანაირი ფაუნა, მათ შორის ენდემური სახეობები (ჭიანჭველა Proceratium avium, ობობა Nephilengys dodo და სხვა).
ისტორია
რედაქტირებამავრიკის კუნძული აღმოაჩინეს X საუკუნეში არაბებმა და სახელად ეწოდა დინა არობი. XVI საუკუნის დასაწყისში იქ გადასხდნენ პორტუგალიელები და მას დაარქვეს სიშნა, ერთ-ერთი პორტუგალიური გემის სახელის მიხედვით. 1598 წელს დაიწყო მისი კოლონიზაცია ნიდერლანდელების მიერ. კუნძულს სახელად დაერქვა მორიც ორანელის სახელის ლათინური ფორმა.
მავრიკი იყო კოლონიალური იმპერიების ბრძოლის საგანი: კუნძული სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა პორტუგალიას (1507—1513 წლებში), ნიდერლანდებს (1638—1710 წლებში), საფრანგეთს (1710—1810 წლებში) და ბრიტანეთის იმპერიას (1810—1968 წლებში), რის შემდეგადაც მიიღო დამოუკიდებლობა.