ავსტრალიური რეგვენა

ავსტრალიური რეგვენა (ლათ. Morus serrator) — ფრინველი რეგვენასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 84–91 სმ, ფრთის სიგრძე 44–48,5 სმ, ფრთის შლილი 170–200 სმ. იწონის 2-დან 2,8 კგ-მდე.[1] შეფერილია ძირითადად თეთრად, თავი და ყელი ყვითელია. ფრთები ჟანგისფერია, კუდის ცენტრალური ბუმბული — შავი. ნისკარტი მოცისფრო-მონაცრისფროა. ფეხები შავი ან მონაცრისფროა. ახალგაზრდა ფრინველები შეფერილნი არიან მურად. ავსტრალიური რეგვენა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია თავის ოჯახში. მობუდარ წყვილთა რაოდენობა 70–75 ათ.-ია. იკვებება უმთავრესად თევზით. საკვებად იყენებს ზღვის ცივ, მაგრამ თევზით მდიდარ რაიონებს. ინკუბაცია 37–50 დღე-ღამე გრძელდება. კრუხობს ორივე მშობელი, უმთავრესად — დედალი.[2] 95–109 დღის შემდეგ ბარტყები ფრენას სწავლობენ.[2]

ავსტრალიური რეგვენა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Morus serrator (Gould, 1841)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696675
გავრცელება

2008 წლის სექტემბერში, სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • (1990) „Sula serrator Australasian Gannet“, Handbook of Australian, New Zealand & Antarctic Birds. Volume 1: Ratites to ducks; Part B, Australian pelican to ducks. Oxford University Press, გვ. 752–62. ISBN 978-0-19-553068-1. 
  • Hadoram Shirihai: A Complete Guide to Antarctic Wildlife — The Birds and Marine Mammals of the Antarctic Continent and Southern Ocean, Alula Press, Degerby 2002, ISBN 951-98947-0-5
  1. Shirihai, S. 207
  2. 2.0 2.1 Marchant & Higgins 1990, p. 760.
  3. Sawyer, Steve L.; Fogle, Sally R. (2013). „Establishment of a new breeding colony of Australasian gannets (Morus serrator) at Young Nick’s Head Peninsula“ (PDF). Notornis. 60: 180–82.