ლოთარ მათეუსი
ლოთარ ჰერბერტ მათეუსი (გერმ. Lothar Herbert Matthäus; დ. 21 მარტი 1961, ერლანგენი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი; მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი; ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 1980–2000 წლებში მონაწილეობა მიიღო 150 თამაშში, რაც საუკეთესო შედეგია ნაკრების ისტორიაში. მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ (1980, 1984, 1988, 2000) ჩემპიონატზე. მათეუსი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზა. მან ევრო 2000-ზე 39 წლისამ ითამაშა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მეოცე ადგილზე დასახელდა.[2]
| |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლოთარ ჰერბერტ მათეუსი | ||
დაბადების თარიღი | 21 მარტი, 1961 | ||
დაბადების ადგილი | ერლანგენი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 174 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი (ლიბერო)/ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1971–1979 | ჰერცოგენაურახი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1979–1984 | ბორუსია მენხენგლადბახი | 162 | (36) |
1984–1988 | ბაიერნი მიუნხენი | 113 | (57) |
1988–1992 | ინტერი მილანი | 115 | (40) |
1992–2000 | ბაიერნი მიუნხენი | 189 | (28) |
2000 | მეტრო სტარს | 16 | (0) |
სულ | 595 | (161) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1983 | გერმანია 21 წლ. | 15 | (2) |
1979–1981 | დასავლეთ გერმანია B | 4 | (1) |
1980–2000 | გერმანია | 150 | (23) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001–2002 | რაპიდი ვენა | ||
2002–2003 | პარტიზანი | ||
2004–2006 | უნგრეთი | ||
2006 | ატლეტიკო პარანაენსე | ||
2006–2007 | რედ ბული ზალცბურგი | ||
2008–2009 | მაკაბი ნეთანია | ||
2010–2011 | ბულგარეთი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მწვრთნელის კარიერა
რედაქტირებამათეუსმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხშირად ეხვეოდა სკანდალებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში. წვრთნიდა ვენის „რაპიდს“, რომელმაც მათეუსის ხელმძღვანელობით 32 მატჩი გამართა, 9-ში გაიმარჯვა, ამდენივე ფრედ დაასრულა, ხოლო 14-ში დამარცხდა. ბელგრადის „პარტიზანში“ მათეუსმა უკეთესი შედეგები აჩვენა: 43 შეხვედრა, 28 გამარჯვება, 6 ფრე და 9 წაგება
ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მათეუსმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, 7 მატჩის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), მათეუსმა გუნდი დატოვა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილი დაასახელა. 2008-09 სეზონის განმავლობაში მათეუსი ნეთანიის „მაკაბიში“ მუშაობდა. 2009 წლის აპრილში, კლუბის ხელმძღვანელობამ მათეუსი გაათავისუფლა. მათეუსის ხელმძღვანელობით მაკაბიმ 45 მატჩი გამართა, 19-ში გაიმარჯვა, 14 ფრედ დაასრულა, 12-ში კი დამარცხდა.
მათეუსი ასევე თავკაცობდა ზალცბურგის „რედ ბულსს“, უნგრეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს. უნგრეთის ნაკრებში მათეუსი 003 წლის 14 დეკემბერს დაინიშნა და პოსტზე 2005 წლის ბოლომდე დარჩა. შედეგები ასეთი იყო: 28 მატჩში 11 მოგება, 3 ფრე და 14 წაგება. ბულგარეთის ნაკრებში მათეუსი 2010 წლის სექტემბერიდან 1-წლიანი კონტრაქტით მუშაობდა. 2011 წლის სექტემბერში ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის პოსტიდან დაითხოვა. 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება - ასეთი იყო მათეუსის მონაგარი ბულგარეთის ეროვნულ გუნდში.
2014 წლის ნოემბერში საქართველოს მწვრთნელი,თემურ ქეცბაია გადადგა და დანდი იუნაიტედში წავიდა. ახალ მწვრთნელად განიხილებოდა სხვადასხვა კანდიდატი, მათ შორის ლოთარ მათეუსიც, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მათეუსის აგენტისგან შეთავაზება მიიღო.[3]
მიღწევები
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Lothar Matthäus, Martin Häusler (2012). Ganz oder gar nicht – Autobiographie, Bastei Lübbe, Köln. ISBN 978-3-7857-2467-5
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლოთარ მათეუსი: თბილისში ამას არ ველოდი... დაარქივებული 2014-07-04 საიტზე Wayback Machine. . sportall.ge, 09-06-2014
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lothar Matthäus. transfermarkt.co.uk.
- ↑ Placar's 100 Craques do Século.
- ↑ ქეცბაიას შემცვლელად მათეუსის კანდიდატურაც განიხილება
- ↑ The FIFA 100. theguardian.com.
- ↑ Pele's list of the greatest. news.bbc.co.uk.
- ↑ Pelé's Choice of 125 Living Players. RSSSF.
- ↑ Fifa names greatest list. news.bbc.co.uk.
- ↑ FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé
- ↑ "Onze Mondial" Awards. rsssf.org.