ნიუ იორკ რედ ბულზი (ინგლ. New York Red Bulls [NYRB]) — ამერიკის პროფესიონალური ფეხბურთის გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს Major League Soccer-ში (MLS), რომელიც ყველაზე მაღალი დივიზიონია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. NYRB-ი იმ ათ კლუბს შორის არის, რომელიც MLS-ის დაარსებიდან აქვს მონაწილეობის მიღების უფლება უმაღლეს დივიზიონში.

ნიუ-იორკ რედ ბულზი
სრული სახელი New York Red Bulls
მეტსახელი Red Bulls, Metros
დაარსდა 1996 წელს (როგორც NY/NJ MetroStars)
სტადიონი რედ ბულ არენა (ჰარისონი, ნიუ-ჯერსი)

(ტევადობა: 25 000 მაყურებელი)
მწვრთნელი შვედეთის დროშა ჰანს ბეკი
კაპიტანი საფრანგეთის დროშა ტიერი ანრი
ლიგა Major League Soccer
2010-11 მე-5 ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში

გუნდი დაარსებული იქნა MLS-ის წევრების მიერ 1996 წელს, მაგრამ მოკლე დროის მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. მისი პირველი სახელწოდება იყო ნიუ-იორკ/ნიუ-ჯერსი მეტრო სტარს (ინგლ. New York/New Jersey MetroStars) რომლითაც მხოლოდ 1 წელი იარსება (1997 წლამდე). ხოლო 1998 წლიდან მოყოლებული 2005 წლამდე გუნდს უბრალოდ მეტროსტარს (ინგლ. MetroStars) ერქვა. 2006 წლის 9 მარტს კი გუნდი ნაყიდი იქნა Red Bull GmbH-ის მიერ, რის შედეგადაც გუნდს კვლავ შეეცვალა სახელი და დაერქვა ნიუ იორკ რედ ბულზი (ინგლ. New York Red Bulls [NYRB]).

MLS ლიგის დაწყებიდან მათ არ ააქვთ მოგებული მთავარი ლიგა. მათი უმაღლესი მიღწევა MLS Cup-ზე იყო 2008 წელი, სადაც ფინალში დამარცხდნენ. რაც შეეხება US Open Cup-ს, მათ სამჯერ მიაღწიეს ნახევარ ფინალს (1997, 1998, 2000 წლებში), სანამ საბოლოოდ მივიდოდნენ ფინალში (2003 წელს) სადაც მეტროსტარსი დამარცხდა Chicago Fire-თან 1-0. 2000 წლის 26 აგვისტოს, მეტროსტარსის ფეხბურთელმა Clint Mathis-მა MLS-ის რეკორდი დაამყარა და ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა Dallas Burn-ის წინააღმდეგ.

გუნდში აქვთ ნათამაშები ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: რობერტო დონადონი, ლოთარ მათეუსი, იური ჯორკაეფი, ტიერი ანრი და რაფაელ მარკესი. გუნდის სათავეში ასევე ყოფილან ცნობილი პერსონები, როგორებიც არიან: კარლოს კეირუში, კარლოს ალბერტო ფერეირა და ბობ ბრედლი.

1996-2000 წლები

რედაქტირება

კლუბის ნამდვილი სახელი თავიდან Empire Soccer Club იყო, რომელმაც დიდი გულშემატკივრების არმია ჩამოაყალიბა სახელად Empire Supporters Club. გუნდის მფლობელები John Kluge და Stuart Subotnick იყვნენ Metromedia-ს ხელმძღვანელები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს კლუბის დაარსებას რომელსაც "Metro" უნდა დარქმეოდა. თუმცა Nike-ს სურვილი იყო რომ გუნდის სრული სახელი ყოფილიყო MetroFlash, მაგრამ საბოლოოდ მაინც MetroStars-ე შეჩერდნენ.

თაბ რამოსი (Tab Ramos) იყო პირველი ფეხბურთელი რომელიც გახდა პირველი მეტროსტარი, მას შემდეგ მოყვნენ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდელი ტონი მეოლა (Tony Meola) და მილანის ვარსკვლავი და ნახევარმცველი - რობერტო დონადონი (Roberto Donadoni). პირველი გუნდის კაპიტანი კი პიტერ ვერმესი (Peter Vermes) გახდა. გუნდის პირველი მწვრთნელი კი ედი ფირმენი (Eddie Firmani) იყო.

როდესაც ლიგა დაიწყო 1996 წელს, ბევრი ელოდა, რომ გუნდი დაიწყებდა დომინირებას პირველივე სეზონში, მაგრამ მოლოდინი მოლოდინადვე დარჩა. მიუხედავას ცნობილი ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ხმამაღალი განცხადებებისა, გუნდს შეკრულობა არ ეტყობოდა. გუნდის პირველი საშინაო მატჩი New England Revolution-ის წინააღმდეგ გაიმართა, მაგრამ, 46 000 გულშემატკივრის თვალწინ, მეტროსტარები 1-0 დამარცხდნენ. ფირმენი 8 მატჩის შემდეგ (3-5) გათავისუფლებული იქნა პოსტიდან, რომელიც კარლოს კეირუშმა (Carlos Queiróz) დაიკავა, ამ უკანასკნელმა სეზონი არც უარესაც მაგრამ არც უკეთესად წაიყვანა და საბოლოოდ 12-12 დაასრულა. გუნდმა ფლეი ოფში გააღწია მაგრამ პირველი მეტოქესთან - D.C. United-თან დამარცხდა.

1998 წელს გუნდში არაფერი დიდი ცვლილება არ მომხდარა. გუნდი უბრალოდ სვლას განაგრძობდა და დიდი ყურადღების ცენტრშიც არ ხვდებოდა.

2000 წელს გუნდმა რეფორმის სახით გერმანიის ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის ვარკსვლავი ლოთარ მათეუსი (Lothar Matthäus) იყიდა, მაგრამ თავად მათეუსისთვის ამერიკაში გადაბარგება დიდ იმედ გაცრუებად იქცა, რომელმაც MLS-ის სეზონში 16 მატჩი ჩაატარა.

2001-2005 წლები

რედაქტირება

მიუხედავად გუნდის შიდა სამზარეულოში არეულობების, მეტროსტარი გახდა პირველი MLS-ის გუნდი (მხოლოდ ამ ასპექტში), რომელმაც ჩრდილო ამერიკის გარეთ მოიგო ლა მანგას თასი (La Manga Cup). მეტროსტარმა ნახევარფინალში უკრაინის დინამოს კიევი (Dynamo Kyiv) 3-2, ხოლო ფინალში ნორვეგიის ვიკინგი (Viking FK) 1-0 დაამარცხა.

მოგვიანებით 2005 წელში, როდესაც გუნდიდან ბობ ბრედლი იქნა გათავისუფლებული, დროებითი თავკაცობა მისმა დამხმარე მწვრთნელმა მო ჯონსტონმა (Mo Johnston) ჩაიბარა, რომელმაც გუნდს 3 თამაშიდან 7 ქულა მოატანინა, მოუგო D.C. United-ს და Chivas USA-ს, გუნდმა ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. მაგრამ იმედ გასაცრუებელი იყო ის ფაქტი ,რომ გუნდი ფლეი ოფში New England Revolution-ის მიერ იქნა დამარცხებული ანგარიშით 3-2.

2006-2007 (რედ ბულის მიერ შესყიდვა)

რედაქტირება
 
NY რედ ბულზი - LA გელექსი 2007 წლის 18 აგვისტო

როდესაც 2006 წელს Red Bull-მა შეიძინა გუნდი, საბოლოოდ გახდა ცნობილი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა: ლოგო, სახელიც და ფერებიც.

2006 წელს გუნდმა შეძლო ამხანაგურ შეხვედრაში Giants Stadium-ზე დამარცხება გერმანული გიგანტ მიუნხენის ბაიერნის, ანგარიშით 4-2, რომელიც მისი პროგრესის მანიშნებელი იყო. ასევე 2006 წელს გუნდს ჰქონდა ამხანაგური შეხვედრა ბარსელონას წინააღმდეგ, რომელთანაც 4-1 მარცხი იწვნია 79 000 მაყურებლის თვალწინ, ასევე Giants Stadium-ზე. ხოლო ამავე წლის 18 აგვისტოს გუნდმა გამართა მატჩი ლოს-ანჯელეს გალაქსის წინააღმდეგ, სადაც დეივიდ ბექჰემის (David Beckham) დებიუტი შედგა კიდეც. ეს მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ მოხდა სარეკორდო რაოდენობა მაყურებლის დასწრების თვალსაზრისით, 66,238 ადამიანი იყო შეკრებილი ჯაიანტ სტადიონზე, რომელიც ერთი ლიგის ორი გუნდის დასწრებისთვის მართლაც რომ მაღალი მაჩვენებელი იყო.

იმდეგაცრუებული მსოფლიო ჩემპიონატის ჩაგდების შემდეგ, გუნდს სათავეში ამერიკის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბრუს არენა (Bruce Arena) ჩაუდგა, რომელიც დაუყოვნებლივ დაეხმარა გუნდს. ფლეი ოფში ხოსი ალტიდორის (Jozy Altidore) დაგვაიანებულმა გოლმა ყველას აფიქრებინა, რომ გუნდი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდა გასვლას, მაგრამ D.C. United-მა შეძლო ამ თამაშშიც გამარჯვების მოპოვე და შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებაც, რამაც წერტილი დაუსვა გუნდის და გულშემატკივრის იმედებს.

2007 წელს გუნდი MLS ფლეი ოფიდან იქნა გამოვარდნილი New England Revolution-ის მიერ, ხოლო ორი დღის შემდეგ 2007 წლის 5 ნოემბერს პოსტი დატოვა ბრუს არენამ.

ყოფილი Chicago Fire-ს მწვრთნელი ხუან კარლო ოსორიო (Juan Carlos Osorio) კი იქნა დანიშნული მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. თვითონ ხუანისთვის ეს იყო დიდი სურვილი, რადგან მას სურდა უკან (ნიუ იორკში) დაბრუნება მეგობრების და მშობლების გამო. "რა თქმა უნდა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეს საამაყო ფაქტია ჩემთვის, დავბრუნდე ნიუ იორკში ჩემ მეგობრებთან და ჩემ ოჯახთან ერთად." განაცხადა როსარიომ. "2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც მე დავტოვე Manchester City, ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი დავბრუნებულიყავი MLS-ში და გამეწვრთნა ნიუ იორკ რედ ბულზი. დღეს კი მომეცა ეს შესაძლებლობა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვამაყობ!"

2008-2009 წლები

რედაქტირება

როსარიომ 2008 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მთელი რიგი ტრავმების მიუხედავად, ამას ისიც დაემატა რომ გუნდის სუპერვარსკვლავმა ხოსე ალტიდორმა გუნდი დატოვა და გადაბარგდა LA LIGA-ს გუნდ Villarreal CF-ში, რომელშიც გუნდმა 10 მლნ $ აიღო, ეს კი სარეკორდო თანხა იყო, რომელიც რომელიმე ამერიკულ გუნდს აუღია თავის ფეხბურთელში. 19 ივლისს კი 47 ათასზე მეტი ბილეთი იქნა გაყიდული, როდესაც გუნდს თამაში უწევდა ლოს ანჯელეს გელექსის წინააღმდეგ, ეს კი გუნდის და სეზონის ყველაზე მაღალი დასწრების მაჩვენებელი იყო. სამწუხაროა, რომ თამაში 2-2 დამთავრდა და გუნდმა ვერ შეძლო მისი გულშემატკივრის თვალწინ მოგება.

6 აგვისტოს კი გუნდმა კვლავ ამხანაგური მატჩი გამართა ბარსელონას წინააღმდეგ, რომელიც ამჯერად 6-2 დაფიქსირდა კატალონიელების სასარგებლოდ.

რედ ბულზი იყო ბოლო გუნდი რომელმაც ფლეი ოფში გააღწია 2008 წლის სეზონში, სადაც მათ მართლაც შესანიშნავად ითამაშეს. ფლეი ოფში მათ ორჯერ თასის დამცველი Houston Dynamo დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 4-1. ერთი კვირის შემდეგ კი Real Salt Lake დაამარცხეს ანგარიშით 3-1. ხოლო 2008 MLS Cup-ის ფინალში დამარცხდნენ Columbus Crew-ის წინააღმდეგ ანგარიშით 3-1.

რედ ბულ არენის ერა (2010–დღემდე)

რედაქტირება
 
ტიერი ანრი იყო 2010 წელს ერთ-ერთი საუკეთესო გადმობირება რედ ბულზის მიერ

2010 წელს გუნდმა ახალი სტადიონი, ახალი მოთამაშეები ახალი მწვრთნელი და სრული განახლება მიიღო. 2010 წლის 7 იანვარს რედ ბულსის მიერ გაცხადებული იქნა, რომ გუნდს სათავეში ჰანს ბეკი (Hans Backe) ჩაუდგებოდა, უკანასკნელმა კი დაიწყო უფრო ევროპელი ფეხბურთელების მოყვანა გუნდში.

2010 წლის წინასწარი სეზონი გუნდმა მშვენივრად დაიწყო, პირველად რედ ბულ არენაზე ბრაზილიის სანტოსი დაამარცხეს 3-1, რომელშიც ახალწვეული ნახევარმცველი ჯოელ ლინდპერი (Joel Lindpere) შევიდა ისტორიაში ფეხბურთელი, რომელმაც პირველი გაიტანა გოლი რედ ბულ არენაზე. პირველი MLS-ის მატჩი კი Chicago Fire-ს წინააღმდეგ ჩაატარეს და აქაც ლინდპერიმ გამოიჩინა თავი და გუნდს 1-0 გამარჯვებაში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ერთი კვირის შემდეგ კი Seattle Sounders-ი 1-0 დაამარცხა და ასევე 27 მატჩიანი წაუგებელი სერია შეაჩერა რედ ბულზმა. ლონდონის არსენალის და კატალონიის ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ 2010 წლის 14 ივლისს ხელი მოაწერა კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს. ხოლო 2 აგვისტოს კლუბს ასევე ყოფილი ბარსელონელი რაფაელ მარკესი შეუერთდა. ახალი შენაძენებით გუნდმა 2010 წელს, 2000 წლიდან მოყოლებული პირველად სამხრეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა. გუნდმა ასევე რეკორდი დაამყარა და სეზონი 51 ქულით დაასრულა, რაც ერთ სეზონში გაუმჯობესებული ქულების რაოდენობით იყო აღსანიშნავი, რადგან გუნდმა წინა სეზონში მხოლოდ 21 ქულით დაასრულა. მიუხედავად შესანიშნავი შემოტრიალებისა, გუნდმა ბევრისთვის იმედგამაცრუებლად დაამთავრა. სამხრეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში გუნდი San Jose Earthquakes-თან დამარცხდა. გუნდის სეზონის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად კი ჯოელ ლინდპერი აღიარეს.

რედ ბულზმა 2011 წლის სეზონი 1-0 გმარჯვებით დაიწყო Seattle Sounders-ის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა ორი ფრე Columbus Crew და Houston Dynamo-სთან. სეზონის მეორე გამარჯვებას კი გუნდმა San Jose Earthquakes მიაღწია, სადაც ახლად გადმოსულმა ლუკ როჯერსმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო ტიერი ანრიმ ჩაიწერა თავის ანგარიშზე გოლი, რომელსაც 690 წუთის მანძილზე ვერ ახდენდა. მომდევნო კვირაში რედ ბულლსი დომინირებდა თავის პეტოქე DC United-თან და შედეგად 4-0 გამარჯვებას მიაღწია, სადაც ტიერი ანრიმ გაიუმჯობესა გოლების სია და პასუხი გასცა ფანების კრიტიკას. რედ ბულსმა Toronto FC-სთან 5-0 გაიმარჯვა, რომელიც ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა, რომელსაც რედ ბულზმა 2 თვიანი ფრეების და წაგებების დროს ჩაატარა. რედ ბულსი გამოვარდა ამერიკის ღია თასიდან, მას შემდეგ რაც Chicago Fire-თან 4-0 დამარცხდა. 16 ივლისს რედ ბულზმა გუნდში აიყვანა ვეტერანი მეკარე ფრენკ როსტი, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა რედ ბულსში მეკარეების პრობლემას. რედ ბულზმა მონაწილეობა მიიღო 2011 წლის ემირეითს თასზე (Emirates Cup) რომელიც ლონდონში ტარდებოდა 30 და 31 ივლისს. მათ დაამარცხეს პარის სენ ჟერმენი ანგარითი 1-0 ჯოელ ლინდპერის გოლის წყალობით. შემდეგ დღეს კი შეხვედრა ლონდონის არსენალის წინააღმდეგ გამართეს, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, რედ ბულზს კი ეს ერთი ქულა შესაძლებლობას აძლევდა ტურნირი მოეგო. რედ ბულზი არის პირველი MLS და საერთოდ მესამე გუნდი, რომელმაც მოიგო ემირეითს თასი Hamburger SV-ის და ლონდონის არსენალის შემდეგ.

გერბები და ფერები

რედაქტირება

პირველი სეზონის განმავლობაში,მეტროსტარზი ასპარეზობდა მუქი შავ-თეთრი მაისურებით მანამდე, სანამ საშინაო ფორმაც წითელ და შავ ვერტიკალურ ზოლებიანით არ შეცვლიდნენ. (თითქმის იგივე როგოითაც მილანი ასპარეზობს). მას შემდეგ რაც გუნდი რედ ბულის მიერ იქნა შესყიდული, გუნდი ასპარეზობს თეთრი მაისურებით, რომელზედაც რედ ბულის ლოგოა გამოსახული.

სტადიონი

რედაქტირება
  • ჯაიანთს სტედიუმი (Giants Stadium): East Rutherford, ნიუ-ჯერსი (1996–2009 წლებში).
  • ბექერ ფილდი (Baker Field): ნიუ-იორკი, ნიუ იორკი (1997 წელს) ჩაატარეს 1 მატჩი ამერიკის ღია თასზე. (US Open Cup).
  • იარსეკ ფილდი (Yurcak Field): Piscataway, ნიუ-ჯერსი (1999, 2003 წლებში) ჩაატარეს 3 მატჩი ამერიკის ღია თასზე (US Open Cup).
  • მიჩელ ათლეტიკის კომპლექსი (Mitchel Athletic Complex); Uniondale, ნიუ იორკი (2000–2001 წლებში) ჩაატარეს 3 მატჩი ამერიკის ღია თასზე (US Open Cup).
  • რედ ბულ არენა (Red Bull Arena): Harrison, ნიუ-ჯერსი (2010–დღემდე)

2010 წლიდან გუნდის საშინაო სტადიონად ითვლება რედ ბულ არენა, რომელიც მდებარეობს ჰარისონში (ნიუ-ჯერსი), მანამდე კი გუნდი იყენებდა ჯაიანტ სტადიონს, რომელიც გუნდის განკარგულებაში 1996 წლიდან იყო. ახლანდელი სტადიონ რედ ბულ არენის მაყურებლის ტევადობა 25 189 არის.

სავარჯიშო ბაზა

რედაქტირება

რაც შეეხება სავარჯიშო ბაზას, გუნდს იდეაში აქვს აშენება დიდი სავარჯიშო ბაზის ჰანოვერში (ნიუ ჯერსი), ამჟამად კი გუნდი ვარჯიშობს მონტლეი სტეით უნივერსიტეტის (Montclair State University) ბაზაზე.

გუნდის კულტურა

რედაქტირება

მხარდაჭერა

რედაქტირება

1995 წელს, როდესაც უკვე გუნდი იქმნებოდა, ნელ-ნელა მატულობდა ქომაგთა რიცხვი. გუნდის დაარსებასთან ერთად, გულშემატკივართა კლუბიც დაარსდა, რომლებიც თავის თავს Empire Supporters Club უწოდებდნენ. 2005 წელს კი მეორე ჯგუფმა აიღო მხარდაჭერის სახელი და მოგვევლინენ, როგორც მეტრონეიშენი (MetroNation). მას შემდეგ კი რაც გუნდი რედ ბულსმა 2006 წელს შეისყიდა, მხარდაჭერების ჯგუფმა შეიცვალა სახელი და Raging Bull Nation დაირქვა, მაგრამ იგივე წელს კი მესამედ შეიცვალეს სახელი და საბოლოოდ Garden State Supporters (Garden State არის მეტსახელი ნიუ-ჯერსის, რადგანაც რედ ბულსის საშინაო არენა მდებარეობს ნიუ ჯერსიში, აქედან გამომდინარე ეწოდა სახელი) იწოდეს. 2007 წელს კი გაჩნდა მხარდაჭერთა ახალი გუნდი Kearny Army-ა, რომელიც სტადიონიდან ახლო დასახლებული ხალხისგან იყო შემდგარი. 2010 წელს კი მეოთხე მხარდაჭერთა გუნდი შემოურთდა, რომლებიც სკანდინავიური წარმოშობის Viking Army Supporters Club ეწოდათ.

რედ ბულ არენაზე სპეციალურად არის გამოყოფილი სექციები მხარდაჭერთა კლუბებისთვის: 101-ე სექცია ეკუთვნით - Empire Supporters Club-ს; 102-ე Viking Army-ს; 105-ე Kearny Army-ს და 133-ე Garden State Supporters. ხოლო 101-ე, 102-ე და 133-ე სექციები არის ცნობილი როგორც სამხრეთ პალატა (South Ward).

მეტოქეობა

რედაქტირება

რედ ბულზის ყველაზე დიდი მეტოქე არის D.C. United, ვის წინააღმდეგაც ისინი იბრძვიან Atlantic Cup-ზე. ასევე აღსანიშნავია რედ ბულზისთვის კიდევ ორი გუნდი: New England Revolution და Philadelphia Union, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით მოიაზრებიან უდიდეს მეტოქეებად.

მეტოქეობაში არ შეიძლება გამოიყოს დასავლეთ კონფერენციის გუნდი Los Angeles Galaxy, რომელთა შორის მეტოქეობა თამაშის შემდგომ ჩხუბშიც კი გადადის ხოლმე, თვითონ მეტოქეობა კი წლიდან წლამდე იზრდება.

გადაცემა

რედაქტირება

მეტროსტარსის 1996 წლის დასაწყისიდან, თამაშები ტელევიზიით MSG და MSG Plus მეშვეობით გადაიცემა. ხოლო რადიოში კი MSG Radio Network და 1050 ESPN-ს მეშვეობით. რამდენიმე მატჩის ჩვენება ტელევიზიის მეშვეობით ასევე ხდება NBC Sports Network და ESPN2 არხების მიერ. წამყვანობა კი ჯოუ თოულსონს (მოქმედების ადგილიდან) და ტომი სმითს (ანალიტიკოსი) აბარიათ.

მოთამაშეები და პერსონალი

რედაქტირება

ახლანდელი შემადგენლობა

რედაქტირება

ბოლოს განახლდა: 2012 წლის 10 მარტს.

ნო პოზიცია სახელი ეროვნება
2 მცველი უილმან კონდე  
3 მცველი ჯონათან ბორაჰო  
4 ნახევარმცველი რაფაელ მარკესი  
5 მცველი მარკუს ჰოლგერსონი  
6 ნახევარმცველი ტიმუ ტაინიო  
7 მცველი როი მილერი  
8 მცველი იან გუნარ სოლი  
9 თავდამსხმელი ლუკ როჯერსი  
10 ნახევარმცველი მეჰდი ბალოში  
11 ნახევარმცველი დექს მაკარტი  
13 ნახევარმცველი რაიან მადურო  
14 თავდამსხმელი ტიერი ანრი  
15 მცველი ტაილერ რათვენი  
16 მცველი კონორ ლეიდი  
17 თავდამსხმელი ხუან აგუდელო  
18 მეკარე რაიან მიარა  
19 ნახევარმცველი დეინ რიჩარდსი  
20 ნახევარმცველი ჯოელ ლინდპერი  
21 თავდამსხმელი კორი ჰერცოგი  
22 მცველი სტეფან კილი  
24 მეკარე ჯერემი ვაოლო  
25 ნახევარმცველი ბრენდონ ბერქლეიჯი  
27 თავდამსხმელი ჯონი არტეგა  
33 თავდამსხმელი კენი კუპერი  
44 ნახევარმცველი ვიქტორ პალსონი  
99 თავდამსხმელი ხოსე ანგულო  

ახლანდელი პერსონალი

რედაქტირება
  • სპორტული დირექტორი:   ერიკ სოლერი;
  • მთავარი მწვრთნელი:   ჰანს ბეკელი;
  • დამხმარე მწვრთნელი:   იან ჰელვორ ჰალვორსენი;
  • მეკარის მწვრთნელი:   თოდ ჰოფერდი;
  • ინდივიდუალური განვითარების მწვრთნელი:   მაიკ პიტკი;
  • ფიტნეს მწვრთნელი:   ჯერემი ჰოლსოუფლი;
  • ათლეტიკის მწვრთნელი:   რიკ გიუტერი;
  • ძიების თავი:   კრისტიან და სილვა;

მწვრთნელები

რედაქტირება
  •   ედი ფირმინი (1996 წელს)
  •   კარლოს კეირუში (1996 წელს)
  •   კარლოს ალბერტო ფერეირა (1997 წელს)
  •   ალფონსო მონდელო (1998 წელს)
  •   ბორა მილუტინოვიჩი (1998–99 წლებში)
  •   ოქტავიო ზამბრანო (2000–02 წლებში)
  •   ბობ ბრედლი (2003–05 წლებში)
  •   მო ჯონსონი (2005–06 წლებში)
  •   რიჩი უილიამსი (2006 წელს), (დროებითი)
  •   ბრიუს არენა (2006–07 წლებში)
  •   ხუან კარლოს ოსორიო (2008–09 წლებში)
  •   რიჩი უილიამსი (2009 წელს), (დროებითი)
  •   ჰანს ბეკე (2010–დღემდე)

გენერალური მენეჯერები/სპორტული დირექტორები

რედაქტირება
  •   ჩარლი სტილიტანო (1996–99 წლებში);
  •   ნიკი საკიევიჩი Nick Sakiewicz (2000–05 წლებში);
  •   ალექსი ლალასი (2005–06 წლებში);
  •   მარკ დე გრანპრე (2006); (დროებითი);
  •   ბრიუს არენა (2006–07 წლებში);
  •   ჯეფ ეგუსი (2008–09 წლებში);
  •   ერიკ სოლერი (2009–დღემდე);

მფლობელები

რედაქტირება
  •   ჯონ კლუგი და სტიუარტ საბოტნიკი (1995–01 წლებში);
  •   Anschutz Entertainment Group (2001–06 წლებში);
  •   Red Bull GmbH (2006—დღემდე);

მიღწევები

რედაქტირება
  • MLS Cup:
    • მეორე ადგილი (1): 2008
  • MLS აღმოსავლეთ კონფერენცია:
    • გამარჯვებული (რეგულარული სეზონი) (2): 2000, 2010
  • MLS დასავლეთ კონფერენცია:
    • გამარჯვებული (პლეი-ოფი) (1): 2008
  • ლამარ ჰანტის ამერიკის ღია თასი:
    • მეორე ადგილი (1): 2003
  • მეორე ხარისხოვანი თასები
    • ატლანტიკის თასი (3): 2003, 2010, 2011
    • ლა მანგას თასი (1): 2004
    • უოლტ დისნეის მსოფლიო პრო საფეხბურთი კლასიკა: (1): 2010
    • ემირეითსის თასი (1): 2011

შედეგები

რედაქტირება

რეგულარული სეზონი = აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკავებული ადგილი;

1/2 ფინალი = ნახევარ ფინალი; 1/4 ფინალი = მეოთხედ ფინალი; 1/8 ფინალი = მერვედ ფინალი;

წლების მიხედვით

რედაქტირება
წელი რეგ. სეზონი პლეი-ოფი ღია თასი კონკაკეფ ჩემპიონთა ლიგა
1996 მე-3 1/4 ფინალი ვერ გავიდა ვერ გავიდა
1997 მე-5 ვერ გავიდა 1/2 ფინალი ვერ გავიდა
1998 მე-3 1/4 ფინალი 1/2 ფინალი ვერ გავიდა
1999 მე-6 ვერ გავიდა 1/16 ფინალი ვერ გავიდა
2000 1 1/2 ფინალი 1/2 ფინალი ვერ გავიდა
2001 მე-2 1/4 ფინალი 1/32 ფინალი არ შედგა
2002 მე-4 ვერ გავიდა 1/4 ფინალი ვერ გავიდა
2003 მე-3 1/4 ფინალი ფინალი ვერ გავიდა
2004 მე-3 1/4 ფინალი 1/16 ფინალი ვერ გავიდა
2005 მე-4 1/4 ფინალი 1/16 ფინალი ვერ გავიდა
2006 მე-4 1/4 ფინალი 1/4 ფინალი ვერ გავიდა
2007 მე-3 1/4 ფინალი ვერ გავიდა ვერ გავიდა
2008 მე-5* ფინალი 1/16 ფინალი ვერ გავიდა
2009 მე-7 ვერ გავიდა ვერ გავიდა წააგო მოსამზადებელ რაუნდში
2010 1 1/4 ფინალი 1/16 ფინალი ვერ გავიდა
2011 მე-5 1/4 ფინალი 1/4 ფინალი ვერ გავიდა

* – გავიდა MLS თასის ფლეი-ოფში wild card-ით დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მეტოქესთან

საერთაშორისო ტურნირები

რედაქტირება
  • 2001 Copa Merconorte
მე-3 ადგილი ჯგუფ B-ში.
  • 2004 La Manga Cup
ჯგუფური ეტაპი v.   ვიკინგი – 0:1
ჯგუფური ეტაპი v.   Bodø/Glimt – 3:1
ნახევარ ფინალი v.   კიევის დინამო – 3:2
საფინალო მატჩი v.   ვიკინგი – 1:0
  • 2009-10 CONCACAF Champions League
Preliminary Round at   W Connection – 2:2
Preliminary Round v.   W Connection – 1:2
  • 2010 Barclays New York Challenge
ჯგუფური ეტაპი v.   ტოტენჰემ ჰოტსპური -- 1:2
ჯგუფური ეტაპი v.   მანჩესტერ სიტი -- 2:1
  • 2011 Emirates Cup
ჯგუფური ეტაპი v.   პარის სენ ჟერმენი - 1:0
ჯგუფური ეტაპი v.   არსენალი - 1:1

გუნდის რეკორდები

რედაქტირება
  • თამაშები:   მაიკ პიტკი (Mike Petke) - 169
  • წუთები:   მაიკ პიტკი (Mike Petke) - 14,060
  • გოლები:   ხუან პაბლო ანხელი (Juan Pablo Ángel) - 58
  • ერთ სეზონში გატანილი გოლები:   ხუან პაბლო ანხელი (Juan Pablo Ángel - 19 გოლი (2007 წელს)
  • ასისტენტები:   თებ რამოსი (Tab Ramos) და   ამადო გევარა (Amado Guevara) - 36
  • ერთი სეზონის ასისტენტები:   ედუარდო ჰირტადო (Eduardo Hurtado) - 14 ასისტენტი (1998 წელს)
  • კარის სუფთად შენახვა:   ტონი მეოლა (Tony Meola) - 25
  • ერთ სეზონში კარის სუფთად შენახვა:   ბუენა კენდალი (Bouna Coundoul) - 11 (2010 წელს)

MLS-ის მხოლოდ რეგულარული სეზონი

  • ყველა დროის რეგულარული სეზონის სტასტიკა: 189 მოგება, 216 წაგება, 93 ფრე

ბოლოს განახლდა: 2011 წლის 4 ნოემბერს

საშუალო დასწრება

რედაქტირება
წელი რეგ. სეზონი პლეი-ოფი
1996 23,898 14,416
1997 16,899 N/A
1998 16,520 11,686
1999 14,706 N/A
2000 17,621 15,172
2001 20,806 12,817
2002 18,148 N/A
2003 15,822 10,211
2004 17,194 11,161
2005 15,077 10,003
2006 14,570 14,570
2007 16,530 14,165
2008 16,967 11,578
2009 12,229 N/A
2010 18,441 22,839
2011 19,691 22,663

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება