რაფელ მარკესი (ესპ. Rafael Márquez; 13 თებერვალი 1979, ზამორა) — მექსიკელი ფეხბურთელი, მექსიკის ნაკრების კაპიტანი. თამაშობს ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. ის პირველი მექსიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რაფაელ მარკესი
მარკესი 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რაფაელ მარკეს ალვარესი
დაბადების
თარიღი
13 თებერვალი, 1979 (1979-02-13) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
ზამორა, მექსიკა
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ატლასი
ნომერი 4
ახალგაზრდული კარიერა
ატლასი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996-1999 ატლასი 77 (6)
1999-2003 მონაკო 87 (5)
2003-2010 ბარსელონა 163 (9)
2010-2012 ნიუ-იორკ რედ ბულზი 44 (1)
2013-2014 ლეონი 51 (1)
2014-2015 ელას ვერონა 35 (0)
2016- ატლასი 37 (1)
ეროვნული ნაკრები
1997- მექსიკა 139 (18)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2017

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

მარკესმა მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მუნდიალზე. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (ის მხოლოდ 23 წლის იყო), მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ის გუნდის კაპიტნად დანიშნა. გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გამოვარდა აშშ-ის ნაკრებთან. ამ მატჩის ბოლო წუთებზე მარკესმა წითელი ბარათი მიიღო.

ამის შემდეგ მარკესმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის მუნდიალზე. მან ყველა მატჩში ითამაშა. მერვედფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მან პირველი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა მექსიკამ დამატებით დროში დათმო შეხვედრა ანგარიშით 1-2.

2010 წლის მუნდიალზე მარკესმა კვლავ გაიტანა ერთი გოლი, ამჯერად ჩემპიონატის გახსნის მატჩში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. მექსიკა კვლავ მერვედფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას და კვლავ არგენტინასთან დამარცხდა.

2014 წლის მუნდიალზე მარკესმა პირველი გოლი ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში გაიტანა ხორვატიის წინააღმდეგ, ასევე გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა. მექსიკამ მატჩი 3-1 მოიგო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება