ირლანდიელი კენ დოერტი (სურათზე) ერთადერთი სნუკერისტია, რომელსაც დაემორჩილა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატის სამი სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა დროს მან მოიგო ახალგაზრდული, სამოყვარულო და პროფესიონალური მსოფლიო ჩემპიონატები.
სახელი „სუდანი“ წარმოსდგება არაბული სიტყვებისაგან بلاد السودان (bilād as-sūdān), რაც „შავების მიწას“ ნიშნავს; მას თავდაპირველად საჰარის სამხრეთით მდებარე გეოგრაფიულ რეგიონს უწოდებდნენ.
სენეგალის ერთადერთი სახელმწიფო ენაფრანგულია, რომელსაც მშობლიურის დონეზე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 10% ფლობს, 21% კი ფრანგულს ნაწილობრივ იგებს. სენეგალელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ეროვნულ ენებზე საუბრობს.
2010 წელს, ამერიკული ორგანიზაცია Pew Research Centre-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, ჩინეთში დაახლოებით 58 მილიონი პროტესტანტი და 9 მილიონი კათოლიკე ქრისტიანი ცხოვრობდა.
ედინბურგსსკოტურ ენაზე ზედმეტსახელად Auld Reekie-ს (ძველ კვამლიანს ან ძველ სუნიანს) უძახიან. ქალაქისთვის ამ სახელის შერქმევა ადრე ედინბურგში მრავლად არსებული ლუდსახარშებიდან გამომავალი სასიამოვნო სუნის გამო მოხდა.
უჯარმის ციხე ჟურნალმა Forbes-მა 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს ცხრა უძველესი ციხესიმაგრის სიაში.
მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი კომალკალკო ნიშანდობლივია ორი რამის გამო: პირველი — ისაა მაიას ყველაზე დასავლეთით მდებარე დასახლება, მეორე — მაიას ძეგლებს შორის სამშენებლო მასალად მხოლოდ აქაა გამოყენებული კირქვის, გამომწვარი აგურისა და ხამანწკებისნიჟარების ნარევი.
მიუხედავად იმისა, რომ სანტიაგოს დედაქალაქის სტატუსი აქვს, ჩილეს აღმასრულებელი ხელისუფლება ახლომდებარე ვალპარაისოში იკრიბება.
მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის გამოთვლებით, ჩინური ღორების საკვებით უზრუნველსაყოფად, ჩინეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა განვითარებად ქვეყანაში დაახლოებით 50 000 კმ² ფართობის ტერიტორია იყიდა. ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის ტერიტორია.
ჩარლი ჩაპლინი პირველად სცენაზე 1894 წელს გამოვიდა, ხუთი წლის ასაკში, როცა მან დედამისი ჩაანაცვლა. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან.
ავსტრიული სიმღერა „Stille Nacht, heilige Nacht“, რომელიც 1818 წელს დაიწერა, მსოფლიოს 350-ზე მეტ ენასა და დიალექტზეა თარგმნილი და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერად ითვლება. ქართულ ენაზე სიმღერას „ღამე ნათელი“ ეწოდება (პლეიერი).
იესო ქრისტეს შობის ზუსტი თარიღი — როგორც წელი, ისე თვე და რიცხვი — სახარებაში დასახელებული არაა და უცნობია, შესაბამისად ზუსტი არაა პირობითად ქრისტეს შობიდან ათვლილი წელთაღრიცხვაც. თანამედროვე კვლევებით, ქრისტე დაახლოებით ძვ. წ. 7-დან ძვ. წ. 4 წლამდე უნდა დაბადებულიყო.
ქართული საშობაო ტრადიციის, ალილოს სახელწოდება მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „ალილუია“ (ქართ.„აქებდით უფალსა“) და ეფუძნება სახარებისეულ სიტყვებს: „მწყემსნი ... აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა“ (ლუკ. 2. 20.).
სასაათო სარტყლების მიხედვით, ახალი წლის აღნიშვნა პირველად ყოველთვის იწყება წყნარ ოკეანეში, კირიბატის კუნძულებზე. უკანასკნელები კი ძველ წელს აცილებენ კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეის მცხოვრებლები.
ძველ რომშიპირველი იანვარი ეძღვნებოდა იანუსს — არჩევნის, კარებისა და ყოველივე საწყისის ღმერთს. იანვარმა სახელწოდება სწორედ იანუსის პატივსაცემად მიიღო, რომელსაც გამოსახავდნენ ორი სახით: ერთი იყურებოდა წინ, მეორე კი — უკან.
1930-იან წლებში, ოფიციალური საბჭოთა იდეოლოგია იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ და შესაძლოა, ეს ნაძვის ხესაც შეხებოდა. ამიტომაც ზოგიერთი ადამიანი ნაძვის ხის სახლში წასაღებად იყენებდა კონტრაბასის ფუტლარს, რათა არასასურველი თვალებისგან დაეფარა მისი სახლში მიტანის ფაქტი.
ისლამურ ქვეყნებში გამოიყენება ისლამური კალენდარი „ჰიჯრა“. ვინაიდან წელიწადში დღეების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, ახალი წლის თარიღი ყოველწლიურად გრიგორიანულ კალენდარის სხვადასხვა რიცხვს შეესაბამება. ბოლოს ისლამურ ქვეყნებში ახალი 1436 წლის დადგომა გრიგორიანული კალენდრით 2014 წლის 24/25 ოქტომბერს აღინიშნა.