უილიამ ანდერსი
უილიამ ელისონ ანდერსი (ინგლ. William Alison Anders; დ. 17 ოქტომბერი 1933, ჰონგ-კონგი, — გ. 7 ივნისი, 2024, სან-ხუანი, ვაშინგტონის შტატი, აშშ) — ამერიკელი სამხედრო მფრინავი, ასტრონავტი, სახელმწიფო მოღვაწე, ყოფილი გენერალ-მაიორი.
1968 წლის 21—27 დეკემბერს კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 8-ის“ ეკიპაჟის შემადგენლობაში განახორციელა გაფრენა კოსმოსში — ისტორიაში პირველი პილოტირებადი გაფრენა მთვარისკენ. ამ დროს ანდერსმა გადაიღო ცნობილი ფოტოსურათი „დედამიწის ამოსვლა“. შემდეგ იმყოფებოდა სახელმწიფო სამსახურში, იყო აშშ-ის ელჩი ნორვეგიაში (1976–1977), ხელმძღვანელობდა მსხვილ კორპორაციებს. მისი ფრენის საერთო ხანგრძლივობა სხვადასხვა საფრენ აპარატებზე 6000 საათზე მეტია. აგრძელებდა აქტიურ ფრენებს მცირე თვიმთფრინავებზე. ანდერსი დაიღუპა ავიაკატასტროფაში სან-ხუანის კუნძულებთან ვაშინგტონის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში 2024 წელს, 90 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კოსმოსური ენციკლოპედია
- უილიამ ანდერსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Francis French, В лунной радуге = In The Shadow of the Moon, University of Nebraska, 2007. — გვ. 448, ISBN 978-0-8032-1128-5.