კონტრაბასი
კონტრაბასი (იტალ. contrabasso) — სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი. ვიოლინოს ოჯახში ყველაზე დიდი ზომის (დაახლოებით 2 მ) და დაბალი ჟღერადობისა. აქვს კვარტაზე აწყობილი 4 სიმი. არსებობს 3- და 5-სიმიანი კონტრაბასიც. უკრავენ ფეხზე დამდგარი. კონტრაბასი უპირატესად საორკესტრო და საანსამბლო საკრავია. ზოგჯერ იხმარება სოლო შესრულებისთვისაც (ცნობილი ვირტუოზები: ჯ. ბოტეზინი, იტალია, XIX საუკუნე; ს. კუსევიცკი, რუსეთი, XX საუკუნე; ფ. გერტოვიჩი, სსრკ და სხვა). კონტრაბასი ეწოდება აგრეთვე დაბალი რეგისტრის მუსიკალური საკრავების ყოველგვარ ნაირსახეობას (კონტრაბას-ტრომბონი, კონტრაბას-ტუბა, კონტრაბას-ბალალაიკა და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 648.