ფრენკ ბორმანი
ფრენკ ფრედერიკ ბორმანი (ინგლ. Frank Frederick Borman II; დ. 14 მარტი 1928, გერი, ინდიანა) — ამერიკელი მფრინავი, ნასას ასტრონავტი, ინჟინერი. იყო აპოლო 8-ის ეკიპაჟის მეთაური, რომელმაც განახორციელა მთვარის პირველი პილოტირებადი შემოფრენა, რითიც გახდა ერთ-ერთი იმ 24 ადამიანიდან, რომლებმაც დედამიწის თანამგზავრამდე მიაღწიეს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაიზარდა ქალაქ ტუსონში, არიზონაში, სადაც 1946 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1950 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო აკადემია უესტ-პოინტში. 1957 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ავიაციური ტექნიკის განხრით.
1957 წელს, ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნისას, ბორმანი გახდა თერმოდინამიკისა და ჰიდროდინამიკის დოცენტი აშშ-ის სამხედრო აკადემიაში.
1969 წლის დასაწყისიდან 1986 წლის ივნისამდე მუშაობდა ავიაკომპანია Eastern Airlines-ში. მან თავიდან კონსულტანტის თანამდებობიდან დაიწყო, მაგრამ უკვე 1970 წლის დეკემბერში დაინიშნა ოპერატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად. 1974 წლის ივლისიდან აირჩიეს დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად (წარმოების გენერალური მენეჯერი). 1975 წლის მაისიდან იგი პრეზიდენტი და მთავარი საოპერაციო დირექტორია, ამავე წლის დეკემბრიდან კი — მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 1976 წლის დეკემბრიდან — დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
1986 წელს გახდა ჰიუსტონის Texas Air Corp-ის ვიცე-თავმჯდომარე და დირექტორი. 1988 წელს დაინიშნა ტეხასში კომპანია Aerospatiale General Aviation-ის მარკეტინგის კონსულტანტად და კალიფორნიაში კორპორაცია Patlex Corp.-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორად.
მის სახელს ატარებს მთავრის უკანა მხარის კრატერი — ბორმანი.