კომალკალკო
კომალკალკო — მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი და თანამედროვე ქალაქი მექსიკაში, ტაბასკოს შტატში. ეს ძეგლი ნიშანდობლივია ორი რამის გამო: პირველი — ისაა მაიას ყველაზე დასავლეთით მდებარე დასახლება, მეორე — აქ შენობები ნაგებია კირქვის, გამომწვარი აგურისა და ხამანწკების ნიჟარების ნარევისგან. ასეთი სამშენებლო მასალა მხოლოდ აქაა გამოყენებული მაიას ძეგლებს შორის. ზოგიერთი ეს აგურები მოხატულია ნახატებითა და იეროგლიფებით. მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია ჩრდილოეთის მოედანი და ორი პირამიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ayuntamiento Constitucional de Comalcalco ოფიციალური საიტი
კოორდინატები: 18°16′48″ ჩ. გ. 93°12′06″ დ. გ. / 18.2800806° ჩ. გ. 93.2017528° დ. გ.