ატომიუმიბრიუსელის ერთ-ერთი სიმბოლო. 120 მეტრი სიმაღლის ნაგებობა 1958 წელს მსოფლიო გამოფენისთვის (სახელწოდებით „ექსპო 58“) აღიმართა. ეს არის რკინის კრისტალის 165-მილიარდჯერ გაზრდილი ალუმინისგან დამზადებული მოდელი, რომელიც ბელგიელმა ინჟინერმა ანდრე ვატერკეინმა დააპროექტა და შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თამაშობს ბრიუსელის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თავიდან ძალიან უცნაური იყო, როდესაც მისი მშენებლობის დროს გადაწყვიტეს რომ ბურთები ყოფილიყო არა ფოლადის, არამედ ალუმინის რაც იმ დროისთვის მომავლის სამშენებლო მასალად ითვლებოდა. ზუსტად არ არის ცნობილი თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი კი ნამდვილად იყო ის, რომ ალუმინი უფრო გამოსადეგი იყო კოროზიის წინააღმდეგ ვიდრე ფოლადი. თავიდან ჩაფიქრებული იყო რომ ნაგებობა ბრიუსელში იდგებოდა არაუმეტეს 6 თვისა, მაგრამ მსოფლიო გამოფენის დასრულებისთანავე გადაწყდა, რომ ის თავისი სილამაზის და ცნობადობის წყალობით დარჩენილიყო ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ლენდმარკად.

2004 დან 2006 წლამდე ატომიუმის შენობაზე ტარდებოდა განახლებითი სამუშაოები და ამ ხნის განმავლობაში ის იყო მნახველისათვის დროებით დახურული. ამ დროს შენობის გარკვეული ნაწილი რომელიც ალუმინით იყო ნაშენები შეიცვალა სპეციალური მასალით, ანტიკოროზიული ფოლადით. რენოვაცია დაჯდა 26 მილიონი ევრო. 2005 წლის 21 დეკემბერს კი დაიტესტა ატომიუმის გარე განათება, რადგანაც მისი ნათურები ძალიან მალე ფუჭდებოდნენ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბურთების მერიდიანებზე გადაკრულიყო ახალი უჟანგავი ფოლადის ფირფიტები, რაშიც უკვე ჩაშენებული იქნებოდა თანამედროვე და ძლიერი ლედ-ნათურები.

2006 წლის 14 თებერვალს კი იმ დროს პრინცმა ფილიპმა (ის ახლა უკვე ბელგიის მეფეა) საზეიმოდ გახსნა განახლებული ატომიუმი, რომელიც არის მუზეუმი და შენობის შიგნით განთავსებულია საგამოფენო დარბაზები და სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ესკალატორებით და ლიფტებით უკავშირდებიან ერთმანეთს. შენობის მწვერვალიდან იშლება ბრიუსელის ხედი.[1]

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

თუკი ატომიუმს განვიხილავთ არა როგორც კრისტალის, არამედ მოდელს ატომისა, რომელსაც ცხრა ნუკლონი აქვს (რაც სახელწოდებიდან გამომდინარე ბუნებრივად შეიძლება მოგვეჩვენოს), ეს ატომი იქნება ბერილიუმის ატომი, რომელსაც ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში აქვს სიმბოლო Be, რაც შეესაბამება ბელგიის კოდს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება