კანარის ჩიტი
კანარის ჩიტი, კანარელი (ლათ. Serinus canaria) — მომცრო ტანის ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია კანარისა (აქედან სახელწოდება) და აზორის კუნძულებზე, მადეირაზე. XVI საუკუნეში შემოიყვანეს ევროპაში და გავრცელდა როგორც ტიპობრივი „გალიური ფორმა“. კარგად მრავლდება ტყვეობაში. გამოყვანილია გალობითა და ექსტერიერით განსხვავებული მრავალი ჯიში. მამალ კანარის ჩიტს მუცლის მხარე ყვითელი აქვს, ზურგის მხარე — მოყვითალო-მომწვანო, დედალს — მომწვანო შეფერილობა. სხეულის სიგრძე 12-14 სმ აღწევს.
კანარის ჩიტი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Serinus canaria | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22720056 | |||||||||||||||
|
ქართულ ლიტერატურაში კანარის ჩიტს ზოგჯერ შეცდომით იადონს უწოდებდნენ. კანარის ჩიტის ერთ-ერთი ქვესახეობაა კანარიასებრი მთიულა (Serinus canaria serinus ), რომელიც გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. მცირე აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და ევროპაში (ჩრდილოეთის გარდა). ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 13 დღე. იკვებება მარცვლეულით. საქართველოში კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევაა აღნიშნული (1896).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 363.