საშობაო დაზავება (ფრანგ. Trêve de Noël, ინგლ. Christmas truce) — სამხედრო მოქმედებების მოკლე, მაგრამ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული არაოფიციალური შეწყვეტის შემთხვევა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთ ფრონტზე მოხდა შობის წინა ღამესა და შობაზე. შობამდე ერთი კვირით ადრე ინგლისელი და გერმანელი ჯარისკაცების ნაწილმა თხრილების მეშვეობით დაიწყო საშობაო მილოცვების გაცვლა და სიმღერა; ცალკეულ შემთხვევეში დაძაბულობა იმ დონემდე შემცირდა, რომ ჯარისკაცები ფრონტის ხაზს გადადიოდნენ, რათა მოწინააღმედეგეებს გასაუბრებოდნენ და საჩუქრები გაეცვალათ მათთან. შობის წინა დღესა და შობაზე ორივე მხარის ჯარისკაცები, აგრეთვე, უფრო მცირე რაოდენობით, ფრანგები, დამოუკიდებლად გამოდიოდნენ ნეიტრალურ ზოლზე, სადაც ირეოდნენ, ცვლიდნენ კვების პროდუქტებსა და სუვენირებს. ტარდებოდა აგრეთვე დაღუპულთა დამარხვის ერთობლივი ცერემონიები, ზოგიერთი შეხვედრა მთავრდებოდა საშობაო სიმღერების ერთობლივი გალობით. ორივე მხარის ჯარი იმდენად მეგობრულად იყო ერთმანეთის მიმართ განწყობილი, რომ ნეიტრალურ ზოლზე ზოგჯერ ერთმანეთში ფეხბურთსაც კი თამაშობდა.

ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები ნეიტრალურ ზოლზე საშობაო დაზავების დროს

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება