მთის მასივი

(გადამისამართდა გვერდიდან მთიანი მასივი)

მთის მასივი — შედარებით იზოლირებულად აზიდული და სუსტად დანაწევრებული მთიანი კომპლექსი ან მთათა კვანძი, რომლის სიგრძე და სიგანე გეგმილში დაახლოებით ერთნაირია. მთის მასივი მეზობელი მთებისაგან გამოყოფილია ფართო და ღრმა ხეობებით. არსებობს ტექტონიური, ვულკანური, კარსტული და სხვა წარმოშობის მთის მასივები.[1]

მყინვარწვერის მასივი

მთის მასივი როგორც წესი, სუსტად არის დანაწევრებული, აქვს მკვეთრად გამოხატული მორფოლოგიური მთლიანობა. მთის მასივს უწოდებენ აგრეთვე ზედაპირზე ძველ, კრისტალურ საფუძვლის მქონე ბაქნების ფუნდამენტის გამოსავალს, რომელსაც უფრო მცირე ფართობი უკავია, ვიდრე კრისტალურ ფარს.[1]

ცნობილია მონბლანის მასივი, რომელიც დაგვირგვინებულია მწვერვალ მონბლანით, ვინსონის მასივი ანდარქტიდაში და სხვა. საკმაოდ ვრცელია ჩეხეთის მასივი, რომელიც დაახლოებით 500 კმ-ზეა გადაჭიმული.[2]

მთის მასივე ფართოდ გვხვდება კავკასიონსა და მცირე კავკასიონზეც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვულკანური წარმოშობის იალბუზის მასივი, რომლის საფუძვლის დიამეტრია 15 კმ. აღმოსავლეთ კავკასიონზეა მყინვარწვერის ვულკანური მასივი, რომლის ფართობია დაახლოებით 80 კმ². მისთვის დამახასიათებელია ძალიან ბევრი მიწისძვრა, მიკრო-ბიძგები და მძლავრი გამყინვარება.[3]

კარსტული მასივებიდან მნიშვნელოვანია არაბიკის მასივი, სადაც გამომუშავებულია მსოფლიოს უღრმესი ვერიოვკინის მღვიმე და ასხის მასივი. მცირე კავკასიონზეა ლოქის კრისტალური მასივი, რომელზედაც საქართველოს უძველესი ქანებია გაშიშვლებული.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  2. Чешский массив // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-21. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
  3. ყაზბეგის მთაზე ვულკანი იღვიძებს?![მკვდარი ბმული]
  4. ხუციშვილი ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 298.