ჩეხეთის მასივი, ბოჰემიის მასივი (ჩეხ. Český masiv; გერმ. Böhmische Masse; პოლ. Masyw Czeski) — მთის მასივი ჩეხეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ავსტრიაში. სიგრძე დაახლოებით 500 კმ, სიგანე 300 კმ-მდე, სიმაღლე 1602 მ (მთა სნეჟკა). ჩეხეთის მასივის კიდეებზე აღმართულია საშუალო სიმაღლის ქედები: შუმავა, ჩეხეთის ტყე, მადნიანი მთები, სუდეტები. სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ჩეხეთ-მორავიის მაღლობი. ჩეხეთის მასივის შიგა ნაწილი ჩეხეთის ქვაბულს უჭირავს, რომელიც შედგება დაბლობების, მათი გამყოფი მაღლობებისა და დაბალმთიანი მასივებისაგან. ჩეხეთის მასივი ჰერცინული ნაოჭა ოლქის ძველი საფუძვლის შვერილს წარმოადგენს, რომელიც აგებულია პროტეროზოური და პალეოზოური გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, კვარციტებითა და ქვიშაქვებით, ცარცული და კაინოზოური დანალექი ქანებით. ჩეხეთის მასივში არის ზემო სილეზიის ქვანახშირის აუზი. მთათა კალთები შემოსილია შერეული და წიწვოვანი ტყეებით.

ჩეხეთის მასივი
კოორდინატები: 50°44′ ჩ. გ. 15°44′ ა. გ. / 50.733° ჩ. გ. 15.733° ა. გ. / 50.733; 15.733
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
გერმანიის დროშა გერმანია
პოლონეთის დროშა პოლონეთი
ავსტრიის დროშა ავსტრია
უმაღლესი წერტილი სნეჟკა
სიმაღლე 1602 
სიგრძე 500 კმ
სიგანე 300 კმ
ჩეხეთის მასივი — ევროპა
ჩეხეთის მასივი

ლიტერატურა

რედაქტირება