ჩეხეთ-მორავიის მაღლობი

ჩეხეთ-მორავიის მაღლობი (ჩეხ. Českomoravská vrchovina) — ჩეხეთის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ჩეხეთში, სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე 100 კმ-მდე. სიმაღლე 837 მ-მდე. აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. რელიეფი უმთავრესად მდინარეებით დანაწევრებული ბორცვები და დაბალმთიანეთია, რომელზედაც გვხვდება ცალკეული კლდოვანი თხემები. შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებითა და მდელოებით.

მაღლობის ტიპური ლანდშაფტი

ლიტერატურა

რედაქტირება