ჩეხეთის ტყე (იგივეა რაც ბოჰემიის ტყე; ჩეხ. Český les; გერმ. Oberpfälzer Wald) — მთის მასივი და გეომორფოლოგიური ერთეული ჩეხეთისა და გერმანიის საზღვარზე. ვრცელდება ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ და ბავარიის აღმოსავლეთ ნაწილებში. სიგრძე 80 კმ. სიმაღლე 600-1042 მ. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1042 მ (მთა ჩერხოვი). ლანდშაფტი ძალიან წააგავს შუმავის მთების ლანდშაფტს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება შედარებით ნაკლები სიმაღლით. ჩერხოვის თავზე კოშკია. ჩეხეთის ტყე უმეტესად აგებულია გნაისებით, გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. შედგება ხეობებით გაყოფილი ბრტყელმწვერვალებიანი ქედებისაგან.

ჩეხეთის ტყე
ჩეხეთის ტყე
ჩეხეთის ტყე
კოორდინატები: 49°23′00″ ჩ. გ. 12°47′01″ ა. გ. / 49.38333° ჩ. გ. 12.78361° ა. გ. / 49.38333; 12.78361
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
გერმანიის დროშა გერმანია
უმაღლესი წერტილი ჩერხოვი
სიმაღლე 1042 
სიგრძე 80 კმ
ჩეხეთის ტყე — ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩეხეთის ტყე

არის მყინვარული ტბები. კალთები შემოსილია წიფლის, ნაძვისა და სოჭის ტყეებით. გვხვდება მთის მდელოები და ტორფნარი. ამზადებენ ხე-ტყეს. განვითარებულია საძოვრული მესაქონლეობა. ამუშავებენ გრანიტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება