სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოქი.

ლოქის მასივი — ძველი კრისტალურ-მეტამორფული დანაოჭებული სუბსტრატის შვერილი, სადაც საქართველოს უძველესი ქანებია გაშიშვლებული. მდებარეობს საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე, მდინარეების ფინეზაურის, ჯანდარის, ლოქისწყლისა და ბოლნისისწყლის შუა და ზემო დინებათა აუზებში. გეოტექტონიკურად წარმოადგენს ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებული ზონის აზევებულ, გაშიშვლებულ და ღრმად გადარეცხილ ნაწილს. ლოქის მასივი ალპური ოროგენეზისის დასაწყისისათვის უკვე კონსოლიდირებული სტრუქტურული ერთეული იყო, რასაც მისი ორსართულიანი აგებულება მოწმობს. კამბრიულისწინა (?) — ქვედაპალეოზოურ კრისტალურ და მეტამორფულ ქანებს ტრასგრესიულად ფარავს იურული, ცარცული და პალეოგენური ასაკის სუსტად დანაოჭებული ვულკანოგენური და დანალექი ქანები. სუბსტრატი უმთავრესად აგებულია გრანიტოიდული, ბაზიტური და მეტამორფული კომპლექსებით. მეტამორფული კომპლექსის ქანები იკვეთება ფუძე ქანების და შუა და გვიანპალეოზოური ასაკის გრანიტოიდული ინტრუზივებით.

ლიტერატურა

რედაქტირება