მოსტი (ჩეხ. Most) — ქალაქი ჩეხეთში, უსტი-ნად-ლაბემის მხარის მოსტის რაიონში. მდებარეობს ჩეხეთის ცენტრალურ მთებსა და ორეს მთებს შორის, პრაღიდან დაახლოებით 77 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ბილინის გასწვრივ.

მოსტი
პარდუბიცე
Most
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე უსტი-ნად-ლაბემი
შიდა დაყოფა Čepirohy[1] , Komořany[1] , Rudolice nad Bílinou[1] , Souš[1] , Starý Most[1] , Velebudice[1] , Vtelno[1] და Most
კოორდინატები 50°30′11″ ჩ. გ. 13°38′12″ ა. გ. / 50.50306° ჩ. გ. 13.63667° ა. გ. / 50.50306; 13.63667
მმართველი Marek Hrvol[2]
დაარსდა X საუკუნე
პირველი ხსენება 1247, 1207
ფართობი 86,94 კმ²
ცენტრის სიმაღლე 233
მოსახლეობა 67 189 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 773 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 434 01
საავტომობილო კოდი U
ოფიციალური საიტი mumost.cz
მოსტი — ჩეხეთის რესპუბლიკა
მოსტი

სახელი „მოსტი“ ჩეხურად ხიდს ნიშნავს და იგი სწორედ იმ ხიდების სისტემისგან ეწოდა, რომლებიც X საუკუნეში ამ არეალში ჭაობებზე იყო გადებული.

ქალაქი X საუკუნეში, პრაღა-ფრაიბურგის სავაჭრო გზაზე დაარსდა. 1895 წლის მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა შენობები და მოსახლეობა.

1970-იან წლებში ქალაქის მთელი ისტორიული ცენტრი მის ქვეშ აღმოჩენილი ქვანახშირის დიდი ფენის გამო დაანგრიეს (შეიქმნა ქალაქის ახალი ცენტრი). ქალწული მარიამის ამაღლების ეკლესია (1602) ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრის დანგრევას გადაურჩა: 1975 წლის შემოდგომაზე ტაძარი სპეციალურად აგებული რელსების გზის მეშვეობით ახალ ადგილას გადაიტანეს (ქვანახშირის ჭრილიდან 840 მეტრის მოშორებით)[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. DeníkVltava Labe Media, 2023.
  3. ტაძარი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ადამიანის მიერ გადაადგილებული ყველაზე მძიმე ნაგებობა.