პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია (პოლ. Polski Autokefaliczny Kościół Prawosławny) – ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–13 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში.

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პოლ. Polski Autokefaliczny Kościół Prawosławny


წმ. მარიამ მაგდალინელის საკათედრო ტაძარი ვარშავაში

ინფორმაცია
ავტოკეფალია

1924

ადგილი დიპტიქში

მე-{{{დიპტიქი}}}

წინამძღვარი

საბა

რეზიდენცია

ვარშავა, პოლონეთი

არეალი

პოლონეთი, ბრაზილია

საეკლესიო ენა

პოლონური

მრევლი

600,000[1]

ქრისტიანობა თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე გავრცელდა 966 წელს, მთავარ მეშკო I დროს. ეკლესიების გაყოფის შემდეგ მართლმადიდებლობა დომინირებდა პოლონეთის აღმოსავლეთ ოლქებში. 1385 წელს კი მთავარმა იაგაილომ კათოლიკობა მიიღო, ხოლო 1387 წელს უკვე სახელმწიფო რელიგიადაც გამოაცხადა კათოლიკობა, რის შემდეგაც ბევრი ადამიანი გადავიდა კათოლიკურ სარწმუნოებაზე.

1924 წლის 13 ნოემბერს აღიარებულ იქნა პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ. 1938 წლის ზაფხულის ორი თვის განმავლობაში, პოლონიზაციის პოლიტიკის ჩარჩოებში დაანგრიეს 127 მართლმადიდებლური ეკლესია.

დღესდღეობით პოლონეთის ეკლესიას ჰყავს დაახლ. 600 ათ. მრევლი, მართავს მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა, უნეტარესი საბა. აქვს 6 ეპარქია:

  1. ვარშავა-ბელსკის ეპარქია
  2. ბელოსტოკ-გდანსკის ეპარქია
  3. ლოძ-პოზნანის ეპარქია
  4. პერემიშლ-ნოვოსონდეტის ეპარქია
  5. ვროცლავ-შჩეცინსკის ეპარქია
  6. ლიუბლინო-ხოლმის ეპარქია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება