ნურ ჰასანალი (ინგლ. Noor Hassanali; დ. 13 აგვისტო, 1918, სან-ფერნანდო — გ. 25 აგვისტო 2006, ტრინიდადი და ტობაგო) — ტრინიდადელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ტრინიდადი და ტობაგოს მეორე პრეზიდენტი (1987-1997 წწ.). პირველი მუსულმანი, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში[1].

ნურ ჰასანალი
ტრინიდადი და ტობაგოს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 მარტი, 1987 – 19 მარტი, 1997
წინამორბედიელის კლარკი
მემკვიდრეართურ რობინსონი

დაბადებული13 აგვისტო, 1918
სან-ფერნანდო
გარდაცვლილი25 აგვისტო, 2006
ტრინიდადი და ტობაგო
განათლებატორონტოს უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

იგი ოჯახის მეექვსე შვილი იყო. ნაპარიმის კოლეჯის დასრულების შემდეგ იქვე ასწავლიდა 1938-1943 წლებში. 1943 წელს გაემგზავრა კანადაში ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად[2]. 1948-1953 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას. 1960 წლიდან გენერალურ პროკურატურაში მუშაობს. 1965 წლიდან კი გენერალური ადვოკატის თანაშემწეა, ხოლო ერთი წლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 1978 წლიდან მუშაობდა სააპელაციო სასამართლოში.

ორგზის (1987 და 1992 წწ.) აირჩიეს ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე. იგი ითვლებდა ყველაზე ნეიტრალურ და გაწონასწორებულ პოლიტიკოსად ქვეყნის ისტორიაში[3]. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც მუსულმანმა საპრეზიდენტო სასახლეში აკრძალა ალკოჰოლური სასმელი.

დაქორწინებული იყო ზალაიჰარ მუჰამედზე და ჰყავდათ ორი შვილი ხალიდი და ამინუ. უყვარდა ფეხბურთის თამაში.

ნურ მუჰამედ ჰასანალი გარდაიცვალა 2006 წლის 25 აგვისტოს[4].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Office of the President of the Republic of Trinidad and Tobago - History of the Presidency
  2. Noor Hassanali (1918-2006). Trinidad and Tobago National Library and Information Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-21. ციტირების თარიღი: 2013-10-19.
  3. A dignified figure of T&T politics დაარქივებული 2008-12-17 საიტზე Wayback Machine. , Trinidad Guardian, 26 August 2006.
  4. Former president Noor Hassanali dead at 88 დაარქივებული 2017-08-27 საიტზე Wayback Machine. , Trinidad Guardian, 26.08.2006