... ანარქიის სიმბოლო ფილოსოფოსი პიერ-ჟოზეფ პრუდონის ერთი შეხედვით პარადოქსული გამოთქმის „ანარქია წესრიგია“ ერთგვარ განსახიერებად შეიძლება მივიჩნიოთ...
...პოპულარული რწმენით, ქუჩის წარმოდგენების დროს ინდური კობრასალამურის მელოდიაზე ”ცეკვავს”. სინამდვილეში გველი პატრონის თითოეულ მოძრაობას იმეორებს და მუდმივ მზადყოფნაშია უეცარი მოძრაობის შემთხვევაში თავი დაიცვას...
...პერ-ლაშეზის სასაფლაოზევიქტორ ნუარის ქანდაკებაზე ხელის გადასმა პოპულარული რწმენით დაფეხმძიმებას უწყობს ხელს. მსურველთა მოზღვავების გამო 2005 წელს საფლავს ღობე შემოავლეს, თუმცა პარიზელ ქალთა პროტესტის შემდეგ ის მოხსნეს...
...ნიუ-იორკის მარათონი მსოფლიოში უდიდესია და მასში ყოველწლიურად 37.000 პროფესიონალი და მოყვარული მორბენალი მონაწილეობს...
...ათენისტირანსპისისტრატეს, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში მოღვაწეობდა, მიეწერება ჰომეროსის პოემების ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნა.
...აკაკი წერეთლის ვაჟმა და რუსული ოპერის იმპრესარიომ ალექსიმ თავისი ქონება „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა, თუმცა ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი.
...რუსული ანარქისტულ-კომუნისტური ორგანიზაცია ჩერნოე ზნამია (რუს. შავი ალამი) პირველი ორგანიზაცია იყო, რომლის გაცხადებული მიზანი არსებული წყობილების ტერორი იყო...
...1921-1940 წლებში ქალაქ ბოლნისსლუქსემბურგი ერქვა...
...ჰიტლერის თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათში სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრმა იოზეფ გებელსმა ცოლთან ერთად ექვსივე მცირეწლოვანი შვილი მოწამლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
...ანტიკითერას მექანიზმი უძველესი მექანიკური კალკულატორია, რომელსაც ასევე პირველ ცნობილ "მექანიკურ კომპიუტერს" უწოდებენ, და მისი დანიშნულება ასტრონომიული პოზიციების გამოთვლა იყო...
...ამჟამად მოქმედ სამეფო სასახლეთა შორის უდიდესია ბრუნეის სულთანის რეზიდენციაისტანა ნურულ იმანიბანდარ-სერი-ბენგანში. სასახლის მშენებლობა დაჯდა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი და 1984 წელს დასრულდა. კომპლექსი მოიცავს 1788 ოთახს, მისი საერთო ფართობია 205 ათასი კვ. მეტრი...
...სიდნი პუატიე პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელიც ოსკარით დაჯილდოვდა, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფილმში "მინდვრის ლილიები", ინგლ. "Lilies of the Field")...
... რომაული გზების სიგრძე დაახ. 85 ათას კილომეტრს შეადგენდა...
...გუსტავ კურბეს ეროტიკული ტილო "Femme nue couchée" (წამოწოლილი შიშველი ქალი; სურათზე), რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაუჩინარების შემდეგ 2005 წელს აღმოაჩინეს, სლოვაკი ექიმისთვის მიუციათ სამედიცინო სამსახურისთჳის...
...მიუხედავად მთამსვლელობის გამოცდილების არქონისა, ინგლისელი თავგადასავლების მოყვარული მორის უილსონი 7.450 მ ნიშნულს აღწევს 1934 წელს ევერესტზე ასვლის მისი წარუმატებელი მცდელობისას...
...სსრკ-მ იარსება თითქმის 69 წელი, 1922 წლის დეკემბრიდან 1991 დეკემბრამდე...
...მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა ააშენეს ე.წ. მოჟინოს ხაზი რათა თავი დაეცვათ გერმანელებისგან, მაგრამ გერმანელები საფრანგეთში შევიდნენ მოჟინოს ხაზზე ჩრდილოეთით სადაც საზღვარი არ იყო სათანადოდ გამაგრებული, ასე რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვის პროექტი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა...
...1355 წელს ოქსფორდში, ინგლისი, ორ სტუდენტსა და ადგილობრ მკვიდრს შორის ლუდის გამო ატეხილ არეულობაში დაღუპული 63 სწავლულისთვის ქალაქი ოქსფორდის უნივერსიტეტს ჯარიმას 440 წელი უხდიდა...
...მთა ჰუჰორაახალი ზელანდიის პირველი ნაწილი იყო, რომელიც ადრეულმა პოლინეზიელმა მკვლევარმა კუპემ შეამჩნია, თუმცა მაორის ლეგენდის თანახმად, მას იგი ვეშაპი ჰგონებია...