ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2007

2007 წლის არქივი

 
დერბენტის ციხე
  • ...სასანიდების აგებული ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ციხე-სიმაგრე (სურათზე) დერბენტში, დაღესტანი, მდებარეობს...
  • ...ჰირამი აჰმედ ფაშას მეჩეთი სტამბოლში ყველაზე მცირე დღემდე შემორჩენილი კონსტანტინოპოლის ბიზანტიური ეკლესიაა...
  • ...ფელიქს მენდელსონმა საკუთარი საუკეთესო ნაწარმოებები „იქტეტი“ და მუსიკა პიესისთვის „ზაფხულის ღამის ზღაპარი“ 16 წლის ასაკში დაწერა...
  • ...რაფაელის საფლავს ასეთი წარწერა აქვს: „აქ განისვენებს რაფაელი. ვიდრე ცოცხალი იყო მისი დედა-ბუნებას ეშინოდა, სიკვდილის შემდეგ კი ბუნებას მოეჩვენა, რომ მასთან ერთად მოკვდა.“
  • ...ლეონარდო და ვინჩიმ პირველმა აღმოაჩინა ხის ასაკის მის გადანაჭერზე რგოლების რაოდენობით დადგენის წესი...
  • ...გერმანული საავტომობილო კომპანია ფოლკსვაგენი (გერმ. "ხალხის მანქანა") ჰიტლერის მითითებით შეიქმნა...
  • ...ადამიანში არსებული ბაქტერიები საშუალოდ 2 კილოგრამს იწონის...
     
    მონტეჩიტორიოს ობელისკი.
  • ...რომის მონტეჩიტორიოს მოედანზე ძვ. წ. 10 წელს აღმართული ობელისკი (სურათზე) უზარმაზარი მზის საათის გნომონის დანიშნულებას ასრულებდა, თუმცა ზუსტი დროის აღრიცხვა 30 წელიწადში შეწყვიტა...
  • ...1980 წელს თბილისში ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი "გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80".
  • ...მუხლიოტისა (მონღოლთა წმინდა მარიამის ეკლესია) ერთადერთი ბიზანტიური ტაძარია კონსტანტინოპოლში, რომელიც დღემდე მართლმადიდებლურია...
  • ...ვეჯინალდის ჩედერის ყველის დაძველების პროცესის საყურებლად კომპანიის ვებგვერდზე 1,5 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა...
  • ...ბერძნული ტაძარი მცირე ზომის ტალახითა და ხით ნაგები სტრუქტურებიდან (ძვ. წ. IX ს.) ამჟამად კარგად ცნობილ კლასიკურ ქვის მონუმენტებად განვითარდა (ძვ. წ. VI ს.)...
  • ...ინგლისურ სიტყვებს month (თვე), orange (ნარინჯი), silver (ვერცხლი), და purple (მეწამულისფერი) იმავე ენაზე არცერთი სიტყვა არ ერითმება...
  • ...დეპუტატი გიგა ბოკერია გიო ცინცაძის ფილმში "ბუზი" თამაშობს...
  • ...ლე კორბუზიეს შექმნილმა ჰოტის ღვთისმშობლის ეკლესიამ (სურათზე) თავდაპირველად ისეთი აპათია გამოიწვია ადგილობრივ მცხოვრებელბში, რომ ისინი მისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაზე უარს ამბობდნენ...
  • ...ალექსეი ექიმიანი, მრავალი საბჭოთა ჰიტის ავტორი, ერთადერთი კომპოზიტორი იყო მსოფლიოში, რომელიც ასევე შინაგან საქმეთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა...
  • ... ყველაზე გრძელი სამგზავრო ავტომობილი არის 22 მ სიგრძის არაბი შეიხისთვის კალიფორნიაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ლიმუზინი შუაში დამატებითი საყრდენით...
  • ...ყველაზე დიდი გარბენი აქვს 1966 წლის ავტომანქანა ვოლვო P-1800S, რომელსაც დღემდე 1 764 000 მილი აქვს გავლილი...
  • ...ერთ-ერთი ყველაზე იაფი გარიგება მიწასთან იყო ალასკის გაყიდვა განხორციელებული 140 წლის წინ ერთ კვადრატულ მეტრზე 0,0004 ცენტის გათვლით...
  • ...ევროპაში პირველი შუქნიშანი გაჩნდა 1924 წელს პოტსდამის მოედანზე ბერლინში...
  • ...კატას თითოეულ ყურში 32 კუნთი აქვს...
     
    წალენჯიხის ტაძარი
  • ...წალენჯიხის საკათედრო ტაძარი (სურათზე) მოხატულია XII-XIV სს. ბიზანტიური პალეოლოგიური ხელოვნების ფრესკებით...
  • ...გაგარინის სასტარტო გამშვები პოლიგონი ბაიკონურის კოსმოდრომზე 400-ზე მეტი კოსმოსური მისიისთვის გამოიყენეს, მათ შორის მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრისა და პირველი პილოტირებადი ხომალდის გასაშვებად...
  • ...ახალი ბაქტერიული ორგანიზმების სახელი მიღებულად არ ითვლება, სანამ მათ სისტემატური და ევოლუციური მიკრობიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი არ გამოაქვეყნებს...
  • ...ჩინეთის დიდმა კედელმა მცენარეთა ევოლუციის პროცესზე მოახდინა ზეგავლენა...
  • ...უფლისწული დიმიტრი რომანოვი რომანოვთა დინასტიის პირველი წევრია, რომელმაც რუსეთში იქორწინა 1917 წლის შემდეგ...
  • ...14 ოქტომბერს სულ ცოტა ოთხი საცდელი ბირთვული აფეთქება მოხდა ისტორიაში...
  • ...რომ :  ...
  • ...ჟორჟ პომპიდუს ხელოვნების ცენტრს (სურათზე) გახსნისას პარიზელებმა “ქალაქის ცენტრში ჩადგმული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა” უწოდეს...
  • ...გრაფიტის მხატვარმა ბრონქსიდან მეტსხელით PHASE 2 გამოიგონა განთქმული "ბუშტისმაგვარი ასოებით" გრაფიტის წერის სტილი, როცა ნიუ-იორკის მეტროში მატარებლებს ნიშნავდა 1970-იან წლებში...
  • ...პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი ინგლისში ჯორჯ ჯენინგსმა გამოიგონა 1851 წლის დიდი გამოფენისთვის...
  • ...პროფესორ ფულერ ოლბრაიტს (1900-69) მრავალი აღმოჩენა ეკუთვნის ენდოკრინოლოგიაში (ჰორმონალური მედიცინა), მათ შორის კავშირი მენოპაუზასა და ოსტეოპოროზს შორის...
  • ...ლეილა აბაშიძის კინოდებიუტი 12 წლის ასაკში შედგა კინოფილმში "ქაჯანა" კატოს როლში...
  • ...პონ დუ გარი, ყველაზე მაღალი ძველრომაული აკვედუკი, სამშენებლო ხსნარის გარეშე აშენდა.
  • ...მსოფლიოში პირველი თვითმომსახურების კაფეტერია ნიუ-იორკში გაიხსნა 1885 წელს...
  • ...საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, საბჭოთა საჰაერო ძალების პირველი მეთაური ალექსანდრე ნოვიკოვი (სურათზე), სტალინის შვილთან უთანხმოების გამო გადაასახლეს...
  • ...ვენეციის კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესია და იგი დიქტატორი ბენიტო მუსოლინის ინიციატივით დაარსდა...
  • ...98 წლის პორტუგალიელი მანუელ დე ოლივეირა ყველაზე ხანდაზმული კინორეჟისორია, რომელიც დღემდე აგრძელებს ახალი ფილმების გადაღებას...
  • ...დმანისში აღმოჩენილი მამონტის ჩონჩხი, რომელიც 2 მილიონი წლისაა, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება და მსოფლიო ექსპონატებს შორის ღირებულებით მესამე ადგილზეა - პარიზისა და სანქტ-პეტერბურგის ექსპონატების შემდეგ...
  • ...რეჟისორი ჯან იუანის 1999 წლის ფილმი "ჩვიდმეტი წელი" პირველი ფილმი იყო, რომელსაც ჩინეთის ციხეში გადაღების ნებართვა დართეს...
  • ...ნიუ-იორკის მაფიას XX საუკუნეში ხუთი ოჯახი აკონტროლებდა...
     
    მარლბოროს ბრენდინგი
  • ...თამბაქოს რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული მარკეტინგის ფორმაა ალკოჰოლთან ერთად და აკრძალულია მრავალ ქვეყანაში...
  • ...ციხესიმაგრე ვეველსბურგი ვესტფალიაში ჰიმლერმა სს-ის საკრალურ ცენტრად გარდაქმნა.
  • ...რაჭაში ადრე გაზაფხულზე ყველიერის დადგომამდე გოჭის ხუთშაბათს ზეიმობენ...
  • ...ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას 4 ივლისს მხოლოდ ორმა პირმა, ჯონ ჰენკოკმა და ჩარლზ ტომპსონმა, მოაწერა ხელი; დანარჩენი ხელმოწერები 2 აგვისტოს გაკეთდა...
  • ...კარლ-მარქს-ჰოფი ვენაში ყველაზე გრძელი საცხოვრებელი სახლია მსოფლიოში, რომელიც ტრამვაის სამ გაჩერებას მოიცავს...
  • ...ხაში წარმოშობით სომხეთის შირაქის რეგიონიდან არის და მისი მთავარი ინგრედიენტი ძროხის ჩლიქებია...
  • ...ტოკტოგულ სატილგანოვი ყველაზე განთქმული ყირგიზი სახალხო მთქმელი იყო...
  • ...მაკრატელი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა...
     
    ფესტოს დისკი
  • ...მეცნიერებისთვის ცნობილი უძველესი ნაბეჭდი ტექსტი — ფესტოს დისკი (ძვ. წ. XVII ს., სურათზე) — დღემდე გაშიფრული არ არის...
  • ...ქართველი ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი, ამერიკული ბალეტის მეტრი, ნიუ-იორკ სიტი ბალეტის დამფუძნებელია...
  • ...ინდუიზმი ფარშევანგს რამდენიმე ღმერთის მატარებლად მიიჩნევს, მათ შორის განეშას, სკანდასა და სარასვატის...
  • ...ეპისტემოლოგია იკვლევს იმას თუ როგორ ვიცით, მაშინ როცა აგნოტოლოგია იკვლევს თუ რატომ ვიცით...
  • ...სიტყვა უნიტაზი მომდინარეობს ფირმის «Unitas» სახელიდან, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში ამ პროდუქციის წარმოება დაიწყო...
  • ...დელფინების კომუნიკაციის სისტემა იმდენად განვითარებულია, რომ ყოველ დელფინს საკუთარის სახელი აქვს, რომელსაც ის პასუხობს მისი თანამოძმეების ძახილისას...
  • ...ფოლკ-როკისა და ფსიქოდელიური როკის დამფუძნებლად ამერიკული ჯგუფი The Byrds ითვლება...
  • ...შუშანიკ კურგინიანი პირველი რევოლუციონერი პოეტი ქალი იყო სომხურ ლიტერატურაში...
     
    ტლაჰუიზკალპანტეკუჰტლი
  • ...ტლაჰუიზკალპანტეკუჰტლი პლანეტა ვენერას ღმერთი იყო აცტეკთა რწმენით...
  • ...წითელი არმიის ჯარისკაცები განგრენის წინააღმდეგ ბაქტერიოფაგებს იყენებდნენ...
  • ...ასურეთის მეფე სარგონ II-მ 100 000-ზე მეტი აჯანყებული გაასახლა ბაბილონიდან...
  • ...ინგმარ ბერგმანის სარეჟისორო დებიუტი იყო სკანდალი — 1944 წელს გადაღებული ფილმი სადისტი ლათინური ენის მასწავლებელზე...
  • ...ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი გენადის დაკვეთით შესრულდა ბიბლიის პირველი სრული სლავური თარგმანი...
  • ...ნებისმიერი ორი მეგობარი, რომელიც სამ წელზე მეტს ცხოვრობს ერთად შეიძლება იურიდიულად თანამცხოვრებ პარტნიორად ჩაითვალოს ალბერტაში, მსგავსად ფაქტობრივი ქორწინებისა...
  • ...1920 წლის აპრილის პოლონეთ-უკრაინის შეთანხმება იურიდიული გამართლება გახდა ოპერაცია კიევის დასაწყებად ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ...
  • ...ნაყოფი მოძრაობას ჩასახვიდან შვიდ კვირაში იწყებს...
  • ...თეთრი დათვები ცაციები არიან...
     
    ნინო ანანიაშვილი
  • ...1988 წელს ნინო ანანიაშვილი (სურათზე) ანდრის ლიეპასთან ერთად პირველი საბჭოთა მოცეკვავე იყო, რომელსაც საშუალება მიეცა ნიუ-იორკ სიტი ბალეტში გამოსულიყო.
  • ...თამბაქოს მოწევას სულ მცირე 5000-წლიანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართობის საშუალებაა მსოფლიოში...
  • ...ასო U ლათინურ ანბანში მე-16 საუკუნეში პეტრუს რამუსმა შემოიღო, მანამდე მის ნაცვლად V-ს იყენებდნენ.
  • ...ლიბანი რეკორდს ხსნის კინოთეატრების მაყურებელთა რაოდენობით — 35,3 ფილმით ადამიანზე წლიურად. ჩინეთი მეორე ადგილზეა 12,3-ით, შემდეგ საქართველო (5,6), ინდოეთი (5), ისლანდია (4,5), ავსტრალია (3,9), მას კი ოდნავ ჩამორჩება ახალი ზელანდია და აშშ.
  • ...ევა გოტიე პირველი კლასიკური განათლების მომღერალი იყო, რომელმაც ჯორჯ გერშვინის ნაწარმოებები წარმოადგინა კონცერტზე...
  • ...დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი არსებების 99% გადაშენებულია...
  • ...აშშ-ში დღეში საშუალოდ სამი სქესის შეცვლის ოპერაცია კეთდება...
     
    Bourbon pointu
  • ...ყავის ყველაზე ძვირფასი ჯიში Bourbon pointu, რომელიც კილო 459 ევრო ღირს (2007 წელს), კუნძულ რეიუნიონზე მოჰყავთ.
  • ...ვერნერ ფონ ბრაუნის კონსტრუქციის რაკეტა "ფაუს" წარმოებისას მეტი ადამიანი დაიღუპა, ვინემ ამ რაკეტების გასროლისგან ევროპის ქალაქებში...
  • ...ფასის მსოფლიო რეკორდი 2,5 მილიონი შვეიცარული ფრანკით ერთი საფოსტო მარკისთვის დაამყარა 1855 წელს გამოშვებულმა შვედურმა "ტრე სკილინგ ყვითელმა" (სურათზე), რისთვისაც იგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 1996 წელს...
  • ...გესტაპომ და ნკვდ-მ ოთხი ერთობლივი კონფერენცია გამართეს პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობის მოსალაპარაკებლად...
  • ...წმ. ბადემუსის თავის მოსაკვეთად თავზარდაცემულ ჯალათს ხანჯლით ოთხი დარტყმა დასჭირდა...
  • ...1990 წელს გამოვიდა მსოფლიოში პირველი ვიდეო-სინგლი, რომელშიც ამერიკელი პოპ-მომღერალი მადონას MTV-დან გაძევებული სკანდალური ვიდეოკლიპი შევიდა სიმღერაზე "Justify My Love"...
  • ...ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილო შესრულებული ქალის მიერ ნატალია გონჩაროვას (სურათზე) ეკუთვნის.
  • ...არაბულად ვერლიბრი (ურითმო ლექსი) პირველად ერაყელმა პოეტმა ნაზიკ ალ-მალაიკამ დაწერა ...
  • ...1937 წლის საბჭოთა მოსახლეობის აღწერის ორგანიზატორები ციხეში ჩასვეს, ვინაიდან დათვლილი მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით მცირე აღმოჩნდა ვინემ ამას სტალინი ელოდა...
  • ...უძველესი ჩვენამდე მოღწეული ქრისტიანული ტექსტი - სინაის კოდექსი - საბჭოთა მთავრობამ ბრიტანეთს £100 000 ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა...
  • ...მსოფლიოს ქალაქებს შორის ცათამბჯენების რაოდენობით ჰონკონგი (7620) ლიდერობს...
  • ...საშინელებათა გარდა ედგარ ალან პოს დაწერილი აქვს ესსე ინტერიერის გაფორმებაზე სახელწოდებით "ავეჯის ფილოსოფია"...
  • ...ინგლისურ ვიკიპედიაში რედაქტირება დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში საშუალოდ წუთში 200-ჯერ ხდება, აქედან 2 ვანდალიზმია...
  • ...პოლტავის ბანდურისტების კაპელა, ჰნატ ხოტკევიჩის (სურათზე) ხელმძღვანელობით, პირველი საბჭოთა ანსამბლი იყო, რომელიც გასტროლებით ჩრდილოეთ ამერიკაში მიიწვიეს...
  • ...ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებში სატელეფონო ხმის კოდირება ხდება ლაზერის სხივების სახით, რომლებიც წამში რამდენიმე მილიონჯერ პულსირებს — გრძელ სადენებში სინათლე ელექტრობაზე გაცილებით სწრაფად და უდანაკარგოდ მოძრაობს...
  • ...ჩიკაგოს კრაუნის შადრევანზე მანათობელი დიოდებით გამოსახული ადამიანის სახეები ქმნის ილუზიას თითქოს მათი მომუწული ტუჩებიდან წყლის ჭავლი გამოედინება...
  • ...ბოდბის ივერის ღვთისმშობლის ხატს საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ბოდბის მონასტერში განთავსებული საავადმყოფოს პერსონალი მაგიდად იყენებდა...
  • ...1978 წელს კანადის ტერიტორიაზე საბჭოთა ბირთვული რეაქტიული თანამგზავრი-მზვერავის "კოსმოს-954"-ის ჩამოვარდნამ დაახლოებით 100 ათასი კმ² ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია...
  • ... 1997 წელს მაიკ ტაისონს დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ორთაბრძოლაში ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურის მოჭმის გამო.
     
    ანტონიო გაუდი
  • ...ანტონიო გაუდის (სურათზე) ტრამვაი დაეჯახა, თუმცა ის გაცვეთილი სამოსის გამო ვერავინ იცნო და საავადმყოფოში მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი უდროოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა...
  • ...ფერდინან ფოში ერთადერთი ადამიანი იყო საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი) მარშალი გახდა...
  • ...ლომბარდიის რკინის გვირგვინის ერთი სარტყელი იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი...
  • ...იაპონური სამშენებლო ფირმა "კონგო გუმი" მსოფლიოში უძველესი სამრეწველო კომპანია იყო, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებდა 578-დან 2006 წლამდე...
  • ...პირველი ქართული მხატვრული ფილმი იყო 1916-18 წლებში ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული "ქრისტინე"...
  • ხრუშჩოვის საფლავის ქვა შექმნა ერნსტ ნეიზვესტნიმ, მოქანდაკე, რომლის ნამუშევრებს ნიკიტა სერგის ძემ "დეგენერატიული ხელოვნება" უწოდა...
  • ...კვარცხლბეკი, რომელზეც ბრინჯაოს მხედარია (სურათზე) აღმართული, ყველაზე დიდი ქვაა, რომელიც ადამიანებს ოდესმე დაუძრავთ...
  • ...სტამბოლის ერთ-ერთ ქუჩას ბაღდადის ქუჩა მურად IV-მ მესოპოტამიის დაპყრობის აღსანიშნავად დაარქვა...
  • ...მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს თბილისში, მუშტაიდის ბაღში აშენდა...
  • ...წიგნის დღე 23 აპრილს აღინიშნება ტრაგიკული დამთხვევის გამო: სამი უდიდესი მწერალი - დე ლა ვეგა, სერვანტესი და შექსპირი - ამ დღეს გარდაიცვალნენ 1616 წელს...
  • ...შოკოლადი პირველი არაალკოჰოლური სალონური სასმელი იყო ადრეულ თანამედროვე ევროპულ სამზარეულოში...
  • ...ჰამბურგს პირველი ადგილი უჭირავს ევროპის ქალაქებს შორის ხიდების რაოდენობით (2300-ზე მეტი), უსწრებს რა ვენეციას (400), ამსტერდამს (1200) და ლონდონს ერთად აღებულს.
  • ... გერმანიაში ვერმახტის და სს-ის სამხედრო უნიფორმას საყოველთაოდ ცნობილი გერმანული ფირმა ჰუგო ბოსი კერავდა...
     
    საახალწლო სანთლები
  • ... პირველი კინოჩვენება ძმებმა ლუმიერებმა 1895 წლის 28 დეკემბერს მოაწყვეს გრან კაფეში კაპუცინების ბულვარზე, პარიზში, სინემატოგრაფის მეშვეობით...
  • ჩინური ახალი წელი (სურათზე) აღინიშნება ყოველი წლის მთვარის პირველი თვის ახალმთვარეობას, გაზაფხულის დასაწყისზე. თარიღი მერყეობს 21 იანვარსა და 21 თებერვალს შორის გრიგორიანული კალენდრით. ვინაიდან ლუნისოლარული კალენდარი ასტრონომიულად განისაზღვრება, გრიგორიანულისგან განსხვავებით, სეზონთა ცოცვა ამ ინტერვალსაც ცვლის. ყოველი წელი სიმბოლურად უკავშირდება 12 ცხოველსა და ხუთ ელემენტთაგან ერთ-ერთს, რომელთა კომბინაციების ციკლი ყოველ 60 წელს მეორდება. ეს ჩინეთში წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
  • ...მალტელი ებრაელები აიძულეს აენაზღაურებინათ ზარალი მათი ქვეყანაში არ ყოფნის გამო, მას შემდეგ რაც ისინი ქვეყნიდან განდევნილ იქნენ 1492 წლის ალჰამბრას დეკრეტით...
  • სხვადასხვა ქვეყანაში თოვლის ბაბუას სხვადასხვა სახელი აქვს: აშშ-ში - «Santa Claus», ინგლისში - «Father Cristmas», სომხეთში - «Gaghant Baba», დანიაში - «Julemanden», იტალიაში - «Babbo Natale», ლიტვაში - «Kalėdų Senelis», ბრაზილიაში — «Papai Noel», პოლონეთში - «Święty Mikołaj», პორტუგალიაში - «Pai Natal», რუმინეთში - «Moş Crăciun», გერმანიაში - «Nikolaus», შოტლანდიაში - «Daidaín na Nollaig», საფრანგეთში - «Le Père Noël», ირლანდიაში - «Daidí na Nollaig», ფინეთში - «Joulupukki», ნორვეგიაში - «Julenissen», შვედეთში - «Jultomten», ბულგარეთში - «Дядо Коледа», თურქეთში - «Noel Baba», სერბიაში - «Deda Mraz», ესპანეთში - «Papá Noel», ავღანეთში - «Baba Chaghaloo», ერაყში - «Goosaleh», ჩილეში - «Viejito Pascuero», ეგვიპტეში - «Papa Noël», ირანში - «Baba Noel», ესტონეთში - «Jõuluvana».
  • ნაძვის ხის სათამაშო - შუშის ბურთულა - პირველად საქსონიაში გამოჩნდა XVI საუკუნეში.
  • იტალიაში ახალი წლის წინ ძველ ნივთებს გარეთ ყრიან.
  • იაპონიაში ახალი წლის ღამეს 108-ჯერ რეკავენ ზარს. თითოეული ზარი თითო ცოდვას შეესაბამება. სულ ექვსი ცოდვაა: სიხარბე, სისულელე, სიავე, თავქარიანობა, მერყეობა და შურიანობა, თუმცა თითოეულ მათგანს 18 ნაირსახეობა აქვს, რაც საერთო ჯამში 108 ზარს უდრის.
  • ...სომეხმა ნავთობის მაგნატმა ალექსანდრე მანთაშევმა თავად აარჩია 50 ნიჭიერი სომეხი ახალგაზრდა და სასწავლებლად გააგზავნა ისინი კონტინენტური ევროპისა და რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში...
  • ...შავი ზღვა დაახლოებით 7500 წლის წინ მტკნარი წყლის ტბა იყო...