მურად IV, ბაღდადის დამპყრობელი მურადი ან სისხლიანი მურადი (ოსმ. مراد رابع - Murâd-ı râbi‘, თურქ. Dördüncü Murat; დ. 27 ივლისი, 1612 — გ. 8 თებერვალი, 1640) — ოსმალეთის იმპერიის მე-17 სულთანი. ქვეყანას მართავდა 1623-1640 წლებში. ცნობილი იყო როგორც ავტორიტეტითა და დასჯის სასტიკი მეთოდებით. იგი კონსტანტინოპოლში დაიბადა, მამამისი იყო აჰმედ I ხოლო დედა წარმოშობით ბერძენი[1][2][3], ვალიდე ქიოსემ სულთანი. მურადი სახელმწიფოს სათავეში, 11 წლის ასაკში ჩაუდგა 1623 წელს , როდესაც თავისი ბიძა- მუსტაფა I მისი დედის, ქიოსემ სულთნის მომხრე იანიჩრებმა ჩამოაგდეს ტახტიდან. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების გამო დასავლეთ ანატოლიაში, ბაღდადში, ლიბანში, ყირიმსა და იემენში აჯანყებები დაიწყო. ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა სპარსეთის შაჰმა,აბას I-მა და არაბული ერაყი და ბაღდადი დაიპყრო (1624).

მურად IV
مراد رابع
ოსმალეთის მე-17 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1623
მმართ. დასასრული: 8 თებერვალი, 1640
წინამორბედი: მუსტაფა I
მემკვიდრე: იბრაჰიმ I
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: ქიოსემ სულთანი
(16231632)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ივლისი, 1612
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 8 თებერვალი, 1640
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: აიშე ჰასეკი სულთანი, სანევბერ სულთანი, შემსიშაჰ სულთანი, მაჰზიბა სულთანი, ჰურიჩეჰრე სულთანი.
შვილები: აჰმედი, ნუმანი, ორჰანი, ჰასანი, სულეიმანი, მეჰმედი, ოსმანი, ალაედდინი, სელიმი, აბდულჰამიდი, მაჰმუდი, ბაიაზიდი
ესმეჰანი, გევჰერჰანი, ჰანზადე, ქაია, ჰაფსა, საფიე, ზეინეფი, გულბაჰარი, ფატმა, რაბია, რუქიე
დინასტია: ოსმანები
მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

მურადი 1612 წელს დაიბადა. თერთმეტი წლის განმავლობაში იზოლირებული იყო თოფქაფის სასახლეში. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია მომავალი სულთნის ძალიან სასტიკ ადამიანად ქცევა. ტახტზე ავიდა 1623 წელს, როცა იანიჩრების აჯანყების შედეგად, ტახტიდან მისი ბიძა, მუსტაფა I ჩამოაგდეს. მურადის მეფობის ადრეულ წლებში, იგი მისი ნათესავების კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობა და ჰარმონია მთლიანად გაქრა ოსმალეთის მიწებზე და ამ ქალაქებზე კონტროლი ტირანებმა დაიწყეს. მისი აბსოლუტური მმართველობა 1632 წელს დაიწყო, როდესაც ავტორიტეტი მოიპოვა და ტირანები სიკვდილით დასაჯა, ამის შემდეგ მან აღიდგინა სულთნის სტატუსი.

ახალგაზრდა მონარქი (1623-32)

რედაქტირება

მურად მეოთხე დიდი ხნის განმავლობაში მისი ნათესავების კონტროლქვეშ იყო და ამ წლების განმავლობაში იმპერიას მისი დედა, ქიოსემ სულთანი მართავდა. იმპერია ანარქიაში ჩავარდა; 1632 წელს იანიჩრები სასახლეში შეიჭრნენ და მოკლეს დიდი ვეზირი, ჰაფიზ აჰმედ-ფაშა სხვებთან ერთად. მურად IV-ს ეშინოდა, რომ მისი უფროსი ძმის,ოსმან II-ს ბედს გაიზიარებდა და გადაწყვიტა რომ დათმობაზე წასულიყო. 16 წლის ასაკში,1628 წელს, მისი სიძე (მისი დის, ფატმა სულთნის ქმარი) და ეგვიპტის მმართველი ქარა მუსტაფა ფაშა სიკვდილით დასაჯა „ღვთის კანონწინააღმდეგ საქმეებში შემჩნევისთვის“.[4]

აბსოლუტური მმართველობა და იმპერიული პოლიტიკა (1632-40)

რედაქტირება

1632 წლიდან მურადმა შეძლო დედის მფარველობისგან თავის დაღწევა და ნელ-ნელა მოახერხა იმპერიაზე კონტროლის აღდგენა, უკიდურესად სასტიკი მეთოდებით. მისი პირადი მითითებით სხვადასხვა მონაცემებით 25 ათასამდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის მისი ძმებიც. აგრეთვე, მურად IV ერთადერთი სულთანი იყო, რომელმაც დაარღვია ისლამის კანონები და სიკვდილით დასაჯა შეიჰულისლამ აჰიზადე ჰუსეინ ეფენდი.[5] მურადი შეეცადა ჩაეხშო ის წინააღმდეგობები, რომელიც მისი წინამორბედი სულთნების მართველობის პერიოდში წარმოიშვა. ის ცდილობდა კორუფციის აღმოფხვრას. მურად მეოთხემ ასევე აკრძალა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და ყავა კონსტანტინოპოლში, ასევე სიკვდილით დასაჯა ამ კანონის ყველა დამრღვევი[6]. მან დააწესაა ასევე სტამბოლში ღამის კონტროლი, ერთგვარი „პოლიცია“ შექმნა. თუკი პოლიცია ქუჩაში ბოროტმოქმედს შეამჩნევდა,შეეძლო საკუთარი ხელით დაესაჯა იგი. მიუხედავად იმისა რომ მან სასმელი აკრძალა, სმა მისი ერთგვარი ჩვევა იყო.[7][8]

ბრძოლა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ

რედაქტირება

1634 წელს მურადმა განაახლა ირან-ოსმალეთის ომი. ამ ომის მიმდინარეობისას, ოსმალეთის არმიამ დაიპყრო აზერბაიჯანი, დაიკავა თავრიზი, ჰამადანი. 1638 წელს ოსმალებმა სპარსელთაგან ბაღდადის გაწმენდა მოახერხეს. ამ კამპანიის დროს არმიას სათავეში თავად მურად IV ედგა. ქალაქმა ოსმალთა შემოტევებს 40 დღის განმავლობაში გაუძლო, თუმცა საბოლოოდ, იძულებულნი გახდნენ, დანებებულიყვნენ. ოსმალები უმოწყალოდ გაუსწორდნენ ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ ალყის დროს პირდებოდნენ, რომ ასე არ მოიქცეოდნენ. თავადი მურადი კი სიამოვნებით შესცქეროდა ამ სანახაობას. ცნობილია მისი გამონათქვამი ქალაქის დაცემის შემდეგ: „ბაღდადის დაპყრობისთვის ბრძოლა ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე თავად ბაღდადი.“[9] ბაღდადის დაბრუნება უმთავრესი წარმატებაა მურად IV-ის მმართველობის პერიოდში.

ბაღდადის დაცემამ ირანი აიძულა, ზავი ეთხოვა. 1639 წლის 17 მაისს დადებული ქასრ-ი-შირინის, ანუ ზუჰაბის შეთანხმებით, დასავლეთ სომხეთი და დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა.[10] იმპერიის მფლობელობაში დარჩა ბაღდადი და არაბული ერაყი. ამ ზავმა მურადს უფრო მეტად მოახვეჭინა წარმატება და ძლიერ ავტორიტეტად აქცია ოსმალეთის იმპერიაში.

ფიზიკური ძალა

რედაქტირება

მურად მეოთხე უკანასკნელი მეომარი სულთანი იყო, რომელიც ლაშქრობას ხელმძღვანელობდა და ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. ის აგრეთვე სულეიმან დიდებულის შთამომავალ სულთანთაგან ერთადერთი იყო თავის უფროს ძმასთან, ოსმანთან ერთად, რომელიც ლაშქრობაში წავიდა. მისი ფიზიკური სიძლიერი ფენომენალური იყო, რომელიც დეტალურად აქვს აღწერილი ევლია ჩელების. იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო ჭიდაობით - რამდენიმე მოწინააღმდეგეს ერთდროულად ეჯიბრებოდა. მისი საყვარელი იარაღი იყო მშვილდი და დაშნის მაგვარი ხმალი (რომელიც 50 კილოგრამს იწონიდა)[11]. დღეს მისი საყვარელი იარაღების კოლექცია ინახება თოფქაფის სასახლის მუზეუმში.

არქიტექტურა

რედაქტირება

მურად მეოთხემ აქცენტი გააკეთა არქიტექტურაზეც და მის პერიოდში ბევრი მონუმენტი აღიმართა. ზოგიერთი მათგანია მეიდანის მეჩეთი, ბაირამ ფაშა დერვიშის ლოჟა, საფლავი, ფანტანი, დაწყებითი სკოლა, კონიის მეჩეთი.

სიკვდილი

რედაქტირება

მურად IV თავად გახდა მსხვერპლი მის მიერვე სტამბოლში აკრძალული ალკოჰოლური სასმელისა. გარდაიცვალა ციროზისგან 27 წლის ასაკში 1640 წელს.[12] ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება რომ სიკვდილის წინ, მურად მეოთხემ ბრძანა მისი უნარშეზღუდული ძმის- იბრაჰიმის მოკვლა. მას სურდა ოსმალეთის საიმპერატორო ტახტი ყირიმის ხანისთვის დაეტოვებინა, ეს კი ოსმალეთის იმპერიის მმართველთა დინასტიის დასასრული იქნებოდა, თუმცა ბრძანება არ აღსრულებულა.[13]

  • აიშე ჰასეკი, ჰასან ბეის ქალიშვილი, წარმოშობით ალბანელი
  • შემსპერი ჰასეკი, ოსმან ბეის ქალიშვილი, წარმოშობით ალბანელი
  • ჰურიჩეჰრე ჰასეკი, ქალბატონი საქართველოდან, მაჭუტაძეების ოჯახიდან(გურია)
  • სანევბერ ჰასეკი, აბდულაჰ ბეის ქალიშვილი, წარმოშობით ბოსნიელი
  • შემსიშაჰ ჰასეკი, დაბადების სახელი- ზილიხანი, ლევან II დადიანის და ნესტან დარეჯანის ქალიშვილი, წარმოშობით მეგრელი, მისი კანონიერი ცოლი
  • მაჰზიბა ჰასეკი, დაბადების სახელი- აიშე შოგენუკოვი, კავკასიელი ალეგუკო შოგენუქოვის ქალიშვილი, მისი კანონიერი ცოლი
  • უფლისწული აჰმედი(21 დეკემბერი 1627 - 1628), აიშე სულთნისგან
  • უფლისწული ნუმანი (1628 - 1629), შემსპერი სულთნისგან
  • უფლისწული ორჰანი(1629 - 1629), ჰურიჩეჰრე სულთნისგან
  • უფლისწული ჰასანი (მარტი 1631 - 1632), აიშე სულთნისგან.
  • უფლისწული მეჰმედი (8 აგვისტო 1633 - 1637), შემსპერი სულთნისგან
  • უფლისწული ოსმანი (9 თებერვალი 1634 - თებერვალი 1634), აიშე სულთნისგან
  • უფლისწული სელიმი (1634 - 1640), ფარია სულთნისგან
  • უფლისწული ალაედინი (26 აგვისტო 1635 - 1637), აიშე სულთნისგან
  • უფლისწული სულეიმანი (1636 - 1640), ფარია სულთნისგან
  • უფლისწული აბდულჰამიდი (15 მაისი 1638 - 1638), აიშე სულთნისგან

ქალიშვილები

რედაქტირება
  • ესმეჰან სულთანი (1630 - 1630), ჰურიჩეჰრე სულთნისგან.
  • გევჰერჰან სულთანი (თებერვალი 1630 - ?), შემსპერისგან; დაქორწინდა 1645 წელს, დამატ მეჰმედ ფაშაზე.
  • ჰანზადე სულთანი (თებერვალი 1631 - 1675), აიშე სულთნისგან; დაქორწინდა 1645 წლის აგვისტოში, დამად ნაქქაშ ჰასან ფაშაზე(ეგვიპტის ფაშა 1640-42წწ)
  • რუქიე სულთანი (1632-1632), ფარია სულთნისგან
  • ქაია სულთანი (1633 - 28 თებერვალი 1659), აიშე სულთნისგან; დაქორწინდა 1644 წლის აგვისტოში,დამატ აბაზა მელექ აჰმედ ფაშაზე, ვეზირი 1638 და 1650-51 წლებში
  • ჰაფსა სულთანი (1634 - 1636), შემსიშაჰ სულთნისგან
  • საფიე სულთანი, ჰურიჩეჰრე სულთნისგან, დაქორწინდა 1659 წელს, დამატ აბაზა ჰუსეინ ფაშაზე(ვეზირი 1674-75წწ)
  • ზეინეფ სულთანი, აიშე სულთნისგან
  • გულბაჰარ სულთანი (1634–1652)
  • ფატმა სულთანი (1636 - 1640), შემსიშაჰ სულთნისგან.

რაბია სულთანი (1636 - 1639), ჰურიჩეჰრე სულთნისგან.

  • რუქიე სულთანი (1640, იანვარი 1690), მაჰზიბასგან, დაქორწინდა 1663 წლის იანვარში შეითან დიბრიქლი იბრაჰიმ ფაშაზე.

პოპულარულ კულტურაში

რედაქტირება

2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში დიდებული საუკუნე: ქიოსემი მურად IV-ის როლს ასრულებს ჩაღან ეფე აქი (როგორც შეჰზადე მურადი) და მეთინ აქდულგერი (როგორც სულთანი მურადი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. E. van Donzel, Islamic Desk Reference: Compiled from the Encyclopaedia of Islam, Brill Academic Publishers, p 219
  2. Robert Bator, Daily Life in Ancient and Modern Istanbul, Runestone Press, p 42
  3. Douglas Arthur Howard, The History of Turkey, Greenwood Press, p 195
  4. (1789) Accounts and Extracts of the Manuscripts in the Library of the King of France. R. Faulder, გვ. 51. „The sultan Morad put him to death in the year 1037 [AH], for some action which was contrary to the law of God.“ 
  5. Murad IV — Encyclopædia Britannica
  6. Hari, Johann (2015). Chasing the Scream: The First and Last Days of the War on Drugs. Bloomsbury USA, გვ. 262. ISBN 1620408902. 
  7. İnalcık, Halil (1989). The Ottoman Empire : the classical age, 1300-1600. New Rochelle, N.Y.: Aristide D. Caratzas, გვ. 99. ISBN 0-89241-388-3. 
  8. Traian Stoianovich (1 January 1994). Balkan Worlds: The First and Last Europe. M.E. Sharpe, გვ. 57. ISBN 978-0-7656-3851-9. 
  9. Akın Alıcı, Hayata Yön Veren Sözler, 2004
  10. Genocide and the Modern Age: Etiology and Case Studies of Mass Death. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
  11. The Two-Handed Great Sword. thearma.org. ციტირების თარიღი: 2015-06-14.
  12. Selcuk Aksin Somel, Historical Dictionary of the Ottoman Empire, 2003, p.201
  13. Barber, Noel (1973). The Sultans. New York: Simon and Schuster, გვ. 87.