ჰაფიზ აჰმედ-ფაშა
მუეზინზადე ჰაფიზ აჰმედ-ფაშა (თურქ. Müezzinzade Hafız Ahmed Paşa; დ. 1564, პლოვდივი,ბულგარეთი, — გ. 10 თებერვალი,1632, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბულგარელი. დიდი ვეზირი 1625-1626 და 1631-1632 წლებში.
ჰაფიზ აჰმედ-ფაშა | |
---|---|
Müezzinzade Hafiz Ahmed Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 თებერვალი , 1625 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1626 |
წინამორბედი: | ჩერქეს მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | დამატი ჰალილ-ფაშა |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (მეორედ) | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ოქტომბერი, 1631 |
მმართ. დასასრული: | 10 თებერვალი, 1632 |
წინამორბედი: | ექრემ ჰუსრევ ფაშა |
მემკვიდრე: | თოფალ რეჯეფ-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1564 |
დაბ. ადგილი: | პლოვდივი, ბულგარეთი |
გარდ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1640 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | აიშე სულთანი |
მამა: | მუეზინი რაჰმანი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირება15 წლის ასაკში აღმოჩნდა ოსმალეთის სულთნის, მურად III-ის კარზე. იყო თოფქაფის სასახლის ერთ-ერთი დარაჯი 1600-იანი წლების დასაწყისამდე. დაწინაურდა აჰმედ I-ის მმართველობის დროს, ერთ-ერთი აჯანყების წარმატებით ჩახშობის შემდეგ. 1609 წელს დაინიშნა დამასკოს მმართველად, 1611 წელს ვანი ჩაიბარა, 1614წელს — ერზურუმი, ხოლო 1621 წელს ოსმან II-მ დანიშნა ბაღდადის ბეგლარბეგად.
1624 წელს სეფიანები შაჰ-აბას I-ის სარდლობით შეესივნენ ოსმალების ხელში მყოფ არაბულ ერაყს და ბაღდადი დაიკავეს. ირან-ოსმალეთის მეოთხე ომის დაწყებისთანავე, ფაშა მურად IV-მ დანიშნა ოსმალეთის აღმოსავლეთის ფრონტის არმიის მეთაურად. გარკვეული წარმატებების შემდეგ, 1625 წელს ის დედაქალაქში იხმეს და ქიოსემ სულთნის ბრძანებით დიდ ვეზირის ბეჭედი უბოძეს, თუმცა 1 წლის შემდეგ თანამდებობა დაკარგა და დაინიშნა მეორე ვეზირად.
1627 წელს ის ოსმანთა დინასტიის დამატი (სიძე) გახდა. მას მიათხოვეს აიშე სულთანი, რომელთანაც 3 შვილი ეყოლა. 1630 წლამდე ჰაფიზ-აჰმედ ფაშა იმყოფებოდა მესოპოტამიაში და ირანის წინააღმდეგ იბრძოდა. 1631 წელს მურად IV-მ მექრთამეობის ბრალდებით გადაყენა დიდი ვეზირი- ექრემ ჰუსრევ ფაშა და მის ნაცვლად ვეზირობა ისევ ჰაფიზ-აჰმედს უბოძა.
გარდაცვალება
რედაქტირებაიმპერიაში მძვინვარე კორუფციისა და ანარქიის გამო ჰაფიზ-ფაშამ ვერ შეაჩერა ამბოხებული ჯარისკაცები. 1632 წლის თებერვალში იანიჩრები აჯანყდნენ გასამრჯელოს დაგვიანების გამო. ამაში მათ ბრალი დასდეს სწორედ დიდ ვეზირს. 10 თებერვალს მათ თოფქაფის სასახლე აიღეს და მოკლეს ჰაფიზ-აჰმედ ფაშა. სიკვდილს ძლივს გადარჩენილი მურად IV დათმობებზე წავიდა. ამ ფაქტის გამო სულთანმა გადაწყვიტა დედის მფარველობისგან თავი დაეღწია და მმართველობის სადავეები ხელში თავად აიღო. ჰაფიზ-ფაშა სულთანმა დიდი პატივით უსქუდარში დაკრძალა და უსასტიკესი მეთოდებით შეუდგა იმპერიის მართვას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971 (Turkish) Jump up ^
- Danişmend (1971), p. 33. (Turkish)