თოფალ რეჯეფ-ფაშა (თურქ. Topal Recep Paşa; გ. 18 მაისი,1632, თოქათი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბოსნიელი. დიდი ვეზირი 1632 წლის 10 თებერვლიდან 18 მაისამდე, ასევე კაპუდან-ფაშა 1625-1626 წლებში.

თოფალ რეჯეფ-ფაშა
Topal Recep Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 10 თებერვალი, 1632
მმართ. დასასრული: 18 მაისი, 1632
წინამორბედი: ჰაფიზ აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: თაბანიასი მეჰმედ-ფაშა
სულთანი: მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 18 მაისი, 1632
გარდ. ადგილი: თოქათი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: გევჰერჰან სულთანი
რელიგია: ისლამი

მისი წინამორბედების მსგავსად ისიც ენდერუნის სამხედრო სკოლაში აღიზარდა. 1615 წელს ის აჰმედ I-მა ვანის ბეგლარბედად დანიშნა. რეჯეფ-ფაშა მალევე დაწინაურდა, 1625-1626 წლებში ეკავა კაპუდან-ფაშას თანამდებობა. 1627 წელს იქორწინა ქიოსემ სულთნის ქალიშვილზე, გევჰერჰან სულთანზე.

1632 წელს სტამბოლში იფეთქა იანიჩარების აჯანყებამ, რომელსაც შეეწირა დიდი ვეზირი ჰაფიზ აჰმედ-ფაშა. სულთანმა, მურად IV-მ ვეზირის თანამდებობაზე სწორედ მისი სიძე, თოფალ რეჯეფ-ფაშა დანიშნა, თუმცა რამდენიმე თვეში ამხილა ღალატში და სიკვდილით დასაჯა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971, p. 34. (Turkish)
  • Sakaoglu, Necdet, (1999) Bu Mülkün Sultanları, İstanbul: Oğlak Yayıncılık ISBN 978-975-329-693-9 pg.240
  • Ayhan Buz: Osmanlı Sadrazamları, Neden Kitap, İstanbul, 2009, ISBN 978-975-254-278-5 p.92