თაბანიასი მეჰმედ-ფაშა
თაბანიასი მეჰმედ-ფაშა (თურქ. Tabanıyassı Mehmed Paşa; დ. 1589, დრამა — გ. 1639, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1632-1637 წლებში, მურად IV-ის მმართველობის პერიოდში.
თაბანიასი მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Tabanıyassı Mehmed Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 მაისი, 1632 |
მმართ. დასასრული: | 2 თებერვალი, 1637 |
წინამორბედი: | თოფალ რეჯეფ-ფაშა |
მემკვიდრე: | ბაირამ-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1589 |
დაბ. ადგილი: | დრამა, საბერძნეთი |
გარდ. თარიღი: | 1639 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1589 წელს, საბერძნეთის ქალაქ დრამაში. 1628 წლის სექტემბერს, ბაირამ-ფაშას ნაცვლად (იმპერიის მომავალი დიდი ვეზირი) დაინიშნა ეგვიპტის ბეგლარბეგად. ის ამ თანამდებდებობაზე ორი წლის განმავლობაში რჩებოდა, ხოლო 1630 წლის ოქტომბერში ვეზირად დანიშნეს.
მეჰმედ-ფაშა დიდი ნდობით სარგებლობდა სულთან მურად IV-ის მხრიდან. 1632 წლის 12 მაისს სულთან მურადმა იგი თოფალ რეჯეფ-ფაშას ნაცვლად ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირად დანიშნა.
1635 წელს, მურად IV-ის ბრძანებით, თაბანიასი მეჰმედ-ფაშამ უხელმძღვანელა ოსმალეთის კამპანიას ირანის წინააღმდეგ. ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა ერევანს. ცოტა ხანში მეჰმედ-ფაშას მურადიც შეუერთდა თავის ჯართან ერთად. ერევნის შემდეგ ოსმალებმა თავრიზის აღებაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ისინი იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ცოტა ხანში სტამბოლში დაბრუნდნენ.
1636 წელს სპარსელებმა თავიდან შეუტიეს ერევანს და დაიპყრეს იგი. სულთანმა დამარცხება დიდ ვეზირს დააბრალა და 1637 წლის 2 თებერვალს გაათავისუფლა. მის ნაცვლად დიდი ვეზირი ბაირამ-ფაშა გახდა. თაბანიასი მეჰმედ-ფაშა ჯერ სილისტრის, ხოლო შემდეგ ბუდის მმართველად დაინიშნა.
1639 წელს მეჰმედ-ფაშას ბრალი დასდეს აჯანყების წამოწყების მცდელობაში. მურად IV-მ იგი დედაქალაქში იხმო და რამდენიმე დღეში სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Uzunçarşılı, İsmail Hakkı, (1954) Osmanlı Tarihi III. Cilt, 2. Kısım , XVI. Yüzyıl Ortalarından XVII. Yüzyıl Sonuna kadar), Ankara: Türk Tarih Kurumu (Altıncı Baskı 2011 ISBN 978-975-16-0010) say.384-385
- Buz, Ayhan, (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN978-975-254-278-5,
- Danişmend, İsmail Hami, (2011), İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi 6 Cilt, İstanbul:Doğu Kütüphanesi, ISBN 9789944397681
- Tektaş, Nazım. (2009), Sadrâzamlar - Osmanlı'da İkinci Adam Saltanatı. İstanbul:Çatı Kitapları. ISBN 9789758845000
- Sakaoglu, Necedet (1999) Bu Mulkun Sultanlari, Istanbul:Oglak Yayinlari ISBN 975-329-2996 say. 241-244