ჩერქეს მეჰმედ-ფაშა
ჩერქეს მეჰმედ-ფაშა (თურქ. Çerkes Mehmed Paşa; გ. 28 იანვარი, 1622) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1624-1625 წლებში, წარმოშობით ჩერქეზი.
ჩერქეს მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Çerkes Mehmed Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 აპრილი, 1624 |
მმართ. დასასრული: | 28 იანვარი, 1625 |
წინამორბედი: | ქემანქეშ ქარა ალი-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰაფიზ აჰმედ-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | ჩერქეზეთი |
გარდ. თარიღი: | 28 იანვარი, 1625 |
გარდ. ადგილი: | თოქათი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩერქეზი მეჰმედ-ფაშა ოსმალეთის მრავალი დიდი ვეზირის მსგავსად, ენდერუნის სამხედრო სკოლაში აღიზარდა. 1610-იან წლებში იყო სულთან აჰმედ I-ის პირადი მცველი და სილაჰდარი (მეაბჯრე). ოსმან II-ის მმართველობის პერიოდში დაინიშნა შაამის ბეილერბეიდ, ხოლო 1621 წელს დედაქალქში იხმეს და ვეზირად დანიშნეს.
1624 წლის 3 აპრილს, ქემანქეშ ქარა ალი-ფაშას სიკვდილით დასჯის შემდეგ, ქიოსემ სულთანმა დიდი ვეზირის ბეჭედი სწორედ ჩერქეს მეჰმედ-ფაშას უბოძა. მას ვეზირობა მოუწია ოსმალთათვის წარუმატებლად დაწყებული ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლების ომის დროს. იმპერია ქაოსმა მოიცვა. მდგომარეობას ართულებდა წარმოშობით აფხაზი ფაშის, აბაზა მეჰმედის ფართო მასშტაბური აჯანყება, რომელიც 1622 წელს დაიწყო ოსმან II-ის მკვლელობის მიზეზით.
ჩერქეს მეჰმედ-ფაშას დაევალა აბაზას აჯანყების ჩახშობა. 1624 წელს ის მრავალრიცხოვანი არმიით ანატოლიაში შეიჭრა, კონია დაიხსნა ჯელალიებისგან, ხოლო 3 სექტემბერს აბაზა მეჰმედ-ფაშას მომხრეები დაამარცხა კაისერის ბრძოლაში, რის შემდეგაც ამბოხი დროებით შეჩერდა. ამ წარმატების შემდეგ ჩერქეზი მეჰმედ-ფაშა დაინიშნა აღმოსავლეთ ფრონტის მეთაურადაც და სეფიანების წინააღმდეგ სალაშქროდ დაიძრა, მაგრამ 1625 წლის 28 იანვარს, თოქათში მოულოდნელად გარდაიცვალა. მის შემდეგ დიდი ვეზირი გახდა ჰაფიზ აჰმედ-ფაშა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- İsmail Hâmi Danişmend, Osmanlı Devlet Erkânı, Türkiye Yayınevi, İstanbul, 1971 (Turkish)
- Sakaoğlu, Necdet (1999), Bu Mülkün Sultanları, İstanbul:Oğlak ISBN 975-329-6 say.227