ჰამადანი
ჰამადანი (სპარს. همدان – Hamadân, ქურთ. Ekbatan) — ქალაქი ირანის დასავლეთ ნაწილში, ზაგროსის მთების სიახლოვეს. წარმოადგენს ამავე სახელწოდების ოსტანის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2005 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობს 550.284 კაცი.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰამადანი همدان | |||
იბნ სინას საფლავი ჰამადანში | |||
| |||
ქვეყანა | ირანი | ||
მუნიციპალიტეტი | ჰამადანი | ||
კოორდინატები | 34°47′30″ ჩ. გ. 48°31′00″ ა. გ. / 34.7918306° ჩ. გ. 48.51667° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ექბატანა | ||
ცენტრის სიმაღლე | 1850 მ | ||
მოსახლეობა | 550.284 კაცი (2005) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 | ||
სატელეფონო კოდი | 0813 | ||
ოფიციალური საიტი | e-hamedan.ir | ||
ჰამადანი ითვლება მსოფლიოში დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ უძველეს ქალაქად. აქ არის მრავალი ისტორიული ძეგლი, რაც განაპირობებს ტურისტების განსაკუთრებულ დაინტერესებას ამ მხარით. ჰამადანიდან 360 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი თეირანი. ჰამადანს ეკონომიკურად ხელსაყრელი ტერიტორიული მდებარეობა უკავია.
ისტორია
რედაქტირებაისტორიკოსები ვარაუდობენ რომ ჰამადანის ტერიტორიაზე პირველი დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 3000 წლის წინ არსებობდა. თუმცა უძველესი ასურული წყაროების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დასახლება ჩვენს ერამდე 1100 წლის წინ იყო.
ჰამადანი დაარსდა მიდიის იმპერიაში. ამჟამინდელი ჰამადანის ტერიტორიაზე იყო მიდიის იმპერიის დედაქალაქი ეკბატანა.
პართიაში ეს დასახლება ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო ქტეზიფონის შემდეგ. აქ იყო პართიის მეფეების საზაფხულო რეზიდენცია. 633 წლიდან ჰამადანი ექცევა არაბთა გავლენის ქვეშ. ბუიდების პერიოდში ეს ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია მოექცა სელჩუკების გავლენის ქვეშ.
ჰამადანი უკვე შემდგომ წლებში განსაკუთრებით დაზიანდა. ეს პროცესი გაგრძელდა სეფიანთა მმართველობის დროსაც. XVIII საუკუნეში ქალაქი აიღო ოსმალებმა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ნადირ-შაჰმა შეძლო ქალაქის გათავისუფლება, ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულებით ეს ტერიტორია კვლავ ირანს დარჩა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
ოქროს რიტონი, ირანის აქამენიდური ეპოქიდან.
-
ალი სადრის საფლავი.
-
ბაბა ტაჰერის საფლავი.
-
განჯნამეჰი.