ქაია სულთანი
ქაია სულთანი (დ. 1633[1] – გ. 1659[2]) — ოსმალეთის იმპერიის პრინცესა. მამამისი იყო ოსმალეთის სულთანი მურად IV, ხოლო დედა წარმოშობით ბოსნიელი სანევბერ ხათუნი. 1644 წელს ქაია დააქორწინეს მელექ აჰმედ-ფაშაზე და მშობიარობიდან მალევე, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. [3] ცნობილ ოსმალო მოგზაურს, ევილია ჩელების, თავის წიგნში ერთი თავი აქვს მიძღვნილი ქაია სულთნის შესახებ, ფეხმძიმობიდან მის სიკვდილამდე.
ქაია სულთანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1633 ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1659 (26 წლის) ოსმალეთის იმპერია |
რელიგია | ისლამი |
მეუღლე(ები) | მელექ აჰმედ-ფაშა |
შვილ(ებ)ი | აფიფე ჰანიმსულთანი |
მშობლები |
მამა: მურად IV დედა: სანევბერ ხათუნი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაქაია დაიბადა მურად IV-ს (ცნობილი როგორც დიქტატორი და სასტიკი მმართველი) ოჯახში. სულთნის ასულების ქორწინება უმეტესწილად პოლიტიკური იყო და არც ქაია ყოფილა გამონაკლისი. 13 წლის ასაკში იგი დააქორწინეს მელექ აჰმედ-ფაშაზე, მომავალ ოსმალეთის იმპერიის დიდ ვეზირზე. მათი ქორწინების წლად 1644 სახელდება.[4] ქაია თავის ქმარს მტრობდა, გადმოცემის მიხედვით მათი ქორწილის ღამეს ქმარი მახვილით დაჭრა.[5]
დაქორწინებულის ცხოვრება
რედაქტირებაქაიამ დაამტკიცა, რომ ძლიერი სულთანი იყო, იგი მეუღლეს სტრატეგიულად და ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა. ევილია ჩელებიმ ქაია სულთანი დინასტიის სიძლიერის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა. მან ასევე აღნიშნა, რომ არცერთ ოსმალო-პრინცესას არ მიუღწევია იმდენი წარმატებისთვის, რამდენიც ქაიამ და მელექმა შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქაიას სიკვდილის შემდეგ მელექი მის კუბოში ჩაწვა და შეუჩერებლად ტიროდა.[6]
ქაიას სიზმრები
რედაქტირებაევილია ჩელების წიგნში ნახსნებია, რომ ქაია უცნაურ სიზმრებს ხედავდა. მან მელექს შესთავაზა მათი ახსნა. ქაიამ თქვა, რომ ამ სიზმრებში ხედავდა თითქოს ბაღში სეირნობდა მის ბაბუასთან ერთად, სიზმრის დასასრულს კი ქაიას, ბაბუა ხელს სახეზე დაადებდა და ლოცავდა, მაგრამ ხელი მაშინვე სისხლით იფარებოდა, ქაია შემდეგ თავის ხელს იდებდა სახეზე და მისიც სისხლით იფარეოდა. ქაია შეშინებული იღვიძებდა. მელექ აჰმედ-ფაშამ შესთავაზა, რომ 1000 ოქროს მონეტა ღარიბებისთვის სამოწყალოდ დაერიგებინა, 2000 მისი აღებისთვის, ასევე 300 ევილია ჩელებისთვის და 100-ც ევილიას დისთვის. ქაიამ მართლად ასე გააკეთა, მაგრამ მოგვიანებით, მელექს აუხსნეს, რომ ქაია მშობიარობის შემდეგ სისხლდენით მოკვდებოდა .[7]
არა მარტო ეს სიზმრები, არამედ სხვა უამრავი უცნაური სიზმარი ჰქონდა ქაია სულთანს. ერთ-ერთზე მელექი შეეცადა სულთნისთვის სტრესი შეემსუბუქებინა და უთხრა რომ ეს სიზმარი არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ ქაია სახის გამომეტყველებაზე ატყობდა, რომ ცრუობდა. დამშვიდების ნაცვლად ქაია დღითიდღე ღვთისმოსავი ხდებოდა, აღნიშნულია ისიც, რომ მან მექა და მედინა მრავალჯერ მოილოცა .[8]
სიკვდილი
რედაქტირებაქაია სულთნის სიკვდილი მშობიარობამ გამოიწვია, მელექმა უხვად გასცა თანხა მოწყალების სახით, მაგრამ უშედეგოდ. ქაიას მშობიარიობის დროს, ბავშვის პლაცენტა საშვილოსნოს ყელში გაიჩხირა და „გულში შეესო“. იმ ღამით თოფქაფის სასახლის ყველა ბებიაქალი ქაიას საშვილოსნოდან პლაცენტის გამოღებას ცდილობდა მაგრამ ვერ შეძლეს. 3 დღე-ღამის განმავლობაში ქაია ამ ტანჯვას უძლებდა. მეოთხე დღეს ქაია სულთანი გარდაიცვალა.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- Celebi, Evliya. 1991 [1659]. “Kaya Sultan (1659).” In The Intimate Life of an Ottoman Statesman: Melek Ahmed Pasha (1588–1662) As Portrayed in Evliya Çelebi's Book of Travels (Seyahat-Name). Ed. Robert Dankoff. Albany: SUNY Press, pp. 221–36.
- Peirce, Leslie. "The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire". New York: Oxford University Press, 1993.