ევლია ჩელები
ევლია ჩელები (ოსმ. اوليا چلبى, თურქ. Evliya Çelebi; დ. 25 მარტი, 1611, სტამბოლი — გ. 1683, სავარაუდოდ ეგვიპტე) — ოსმალი მწერალი, მემატიანე და მოგზაური.
ევლია ჩელები | |
---|---|
ოსმ. اولیا چلبی | |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1611[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | სტამბოლი |
გარდაცვალების თარიღი | 1682[6] [2] [7] [3] [8] [9] |
გარდაცვალების ადგილი | კაირო |
საქმიანობა | მკვლევარი, ისტორიკოსი, მწერალი და მოგზაური |
ენა | ოსმალური ენა |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
Magnum opus | Seyahatname |
ევლია ჩელებიმ 40 წლის განმავლობაში იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში, იყო აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში იგი საკმაოდ დეტალურად აღწერდა და ინიშნავდა შთაბეჭდილებებს სხვადასხვა ღირსახსოვარი მოვლენის, რეალიისა, თუ ადგილ-კუთხის შესახებ. მისი „სეიაჰათნამე“, ანუ „წიგნი მოგზაურობათა“ წარმოადგენს გვიანი XVII საუკუნის ოსმალური სამყაროს შესახებ არსებულ უმნიშვნელოვანეს ისტორიოგრაფიულ წყაროს.
წარმომავლობა
რედაქტირებაევლია ჩელების წინაპრები კუთაჰიიდან (მცირე აზია) იყვნენ და საცხოვრებლად კონსტანოპოლს მისი დაპყრობის შემდეგ გადმოსულან.
ევლია ჩელების მამა, დერვიშ მეჰმედ ზილი აღა თურქ. Dervîş Mehmed Zıllî Ağa - გ. †1648), სულთან აჰმედ I-ის კარზე ოქრომჭედლად მუშაობდა, ხოლო დედამისი კი წარმოშობით კავკასიელი წარჩინებულის ქალი ყოფილა. ევლია იზრდებოდა კარგი განათლების მისაღებად მეტად ხელსაყრელ პირობებში. მისი სახელი „ევლია“ (Evliyâ) ქართულად ითარგმნება, როგორც „ღვთის მეგობარი“, „ჩელები“ (Çelebi) კი „განსწავლულს, განათლებულს“ ნიშნავს.
შეიჰულისლამის (მართლწერა ოსმალურად: شيخ الإسلام; მართლწერა თურქულად: Şeyhülislâm) მედრესეში სწავლის დასრულებისთანავე ჰამიდ ეფენდიმ (Hâmid Efendi) ყურანის რეციტატორის თანამდებობა მიიღო სერაილში. სულთნის სასახლესთან არსებულ სახელგანთქმულ სასწავლო დაწესებულებაში (ენდერუნი) იგი ქეჩი მეჰმედ ეფენდის (Keçi Mehmed Efendi) ხელმძღვანელობით კალიგრაფიას, მუსიკას, არაბულ გრამატიკასა და ყურანმცოდნეობას ეუფლებოდა. ქეჩი მეჰმედ ეფენდი' იყო მასწავლებელი აგრეთვე ქათიბ ჩელებისა (Katib Çelebi).
კარგ ოჯახურ მდგომარეობაში აღზრდილ ევლიას განსწავლის წლებში თავი უსახელებია თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, განათლებითა და გონების სისხარტით.
„წიგნი მოგზაურობათა“
რედაქტირება„წიგნი მოგზაურობათა“, ანუ სეიაჰათნამე (ოსმალური მართლწერით سياحت نامه, თანამედროვე თურქული მართლწერით Seyahatnâme) წარმოადგენს მოგზაურობათა რეპორტაჟების ერთგვარ კრებულს, რომლებიც ევლია ჩელების სხვადასხვა დროს უწარმოებია. ის აღწერდა ყველაფერ იმას, რაც მას ღირშესანიშნავად ეჩვენებოდა. ნაწარმოებში წააწყდებით პასაჟებს, სადაც ნათლად ჩანს მწერლის ცოდნა სხვადასხვა სფეროდან. ის ხშირად აღწერს ქალაქებს, ცალკეულ შენობებს, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მეჩეთებს, სინაგოგებს, ეკლესიებს და მათ ისტორიებს. ე. ჩელები აღწერს ასევე ადამიანებს, მათ ჩაცმულობასა და დღესასწაულებს, წეს-ჩვეულებებს, სიმღერებს, ენებს. საუბრობს სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; მთ. რედაქცია: ი. აბულაძე, ვლ. ფუთურიძე, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ. ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი - (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXVIII) ტომი 2. ნაკვეთი 1 : ქართული თარგმანი - : მეცნიერება, 1971.
- ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი. - ; (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXX) ნაკვეთი 2 : გამოკვლევა, კომენტარები - : მეცნიერება, 1973.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "An Ottoman Mentality: The World of Evliya Çelebi" (2004) by Robert Dankoff, a book-length biography
- Ottoman text edition (1896)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11890390X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ CONOR.BG
- ↑ CONOR.SR
- ↑ MAK