ზუჰაბის ხელშეკრულება
ზუჰაბის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა იმპერიას შორის, რომელიც 1639 წლის 17 მაისს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებამ დაასრულა 1623-1639 წლების ომი.
ხელშეკრულებამ დაასრულა ომი ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა იმპერიის შორის, რომელიც ჯერ კიდევ XVI საუკუნის დასაწყისში დაიწყო ჩალდირანის ალყის დროს. ეს ხელშეკრულება იყო თურქეთის სულთნის, მურად IV-ის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება. ხელშეკრულების პირობების მიხედვით სეფიანებმა შეინარჩუნეს ერევანი და კავკასიაში მისი მიმდმებარე ტერიტორიები, ხოლო თურქებმა — ბასრა და ბაღდადი. ამასთან ერთად მთლიანად აღდგა საზღვარი, რომელიც ამასიის ზავით დადგინდა.
ზუჰაბის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები უცვლელად რჩებოდა თითქმის ასი წლის განმავლობაში, სანამ სეფიანთა იმპერია დაესხმებოდა ავღანელებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- «История Востока» (в 6 т.). Т.III «Восток на рубеже средневековья и нового времени (XVI—XVIII вв.)» — Москва: издательская фирма «Восточная литература» РАН, 1999. ISBN 5-02-018102-1
- Кэролайн Финкель «История Османской империи: Видение Османа» — Москва: «АСТ», 2010. ISBN 978-5-17-043651-4