ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულება — დაიდო 1555 წელს, სპარსეთის შაჰ თამაზ I და ოსმალეთის სულთან სულეიმან I შორის, ქალაქ ამასიაში. ამასიის ზავს წინ უძღოდა ირან-ოსმალეთის 1532–1555 წლების ომი. ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა, ორ სახელმწიფოს შორის საზღვრები. სომხეთი და საქართველო ორმა იმპერიამ შუაზე გაიყვეს. იმერეთის სამეფო, სამეგრელოს და გურიის სამთავრო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა. სპარსეთის შემადგენლობაში კი ქართლის და კახეთის სამეფოები შევიდა. ოსმალეთის იმპერიას ასევე ერგო ერაყი და იქ არსებული უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბაღდადი, იმპერიის სამხრეთი საზღვარი სპარსეთის ყურემდე აღწევდა.

ამასიის ზავის შემდგომ არსებული ოსმალეთის იმპერია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Shaw, Stanford J. (1976), History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1. Cambridge University Press, ISBN 0-521-29163-1