შემსიშაჰ სულთანი (თურქ. Şemsişah Sultan; დ. 1619, საქართველო — გ. 1698, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მურად IV-ის კანონიერი ცოლი. წარმოშობით ქართველი.[1]

შემსიშაჰ სულთანი
მშობლიური სახელი Şemsişah Haseki Sultan
დაბადების სახელი ზილიხან დადიანი
დაბადების თარიღი 1619
საქართველო
გარდაცვალების თარიღი 1698
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
წოდება ჰასეკი სულთანი
რელიგია ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
მეუღლე(ები) მურად IV
შვილ(ებ)ი ჰაფსა სულთანი, ფატმა სულთანი
მშობლები მამა: ლევან II დადიანი
დედა: ნესტან-დარეჯან ჭილაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

ზილიხანი დაიბადა 1619 წელს, სამეგრელოში. იგი იყო ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეორე ცოლის ნესტან-დარეჯან ჭილაძის ქალიშვილი.

მოგვიანებით იგი მოხვდა სულთან მურად IV-ის ჰარემში. მან მურადს ორი ქალიშვილი გაუჩინა: ჰაფსა სულთანი (1634–1636) და ფატმა სულთანი (1636–1640).

შემსიშაჰი გარდაიცვალა 1698 წელს, სტამბოლში.

სქოლიო რედაქტირება