ხელოვნური თანამგზავრი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ხელოვნური თანამგზავრი}} |
ხელოვნური თანამგზავრი — უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობისათვის აპარატმა უნდა განავითაროს პირველი კოსმოსური სიჩქარე ან მასზე მეტი (მაგრამ არაუმეტეს 1,4-ჯერ მეტი). როგორც წესი, თანამგზავრებს კოსმოსში უშვებენ მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით დედამიწის ზედაპირიდან არანაკლებ 150 კილომეტრის სიმაღლიდან რათა თავიდან აიცილონ თანამგზავრის ატმოსფეროში ნაადრევად შესვლა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა.
პირველი თანამგზავრი („სპუტნიკ–1“) გაშვებულ იქნა 1957 წლის 4 ოქტომბერს[1] საბჭოთა კავშირში არსებული კოსმოდრომ ტიურა–ტამიდან (მას მოგვიანებით ეწოდა „ბაიკონური“). მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაშვებულ იქნა რამდენიმე ათასი სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი.
თანამგზავრები არსებობს მრავალი დანიშნულების როგორიცა: სანავიგაციო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, ორბიტალური სადგური და სხვა.
თანამგზავრები განსხვავდებიან აგრეთვე მათი ორბიტის მიხედვით. ორბიტა შეიძლება იყოს:
- დედამიწასთან ახლო მდებარე (200—2000 კმ),
- საშუალო ორბიტა (2000-35286 კმ),
- გეოსტაციონარული (35786 კმ) და სხვა.
საქართველოს პირველ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს 1999 წელს კოსმოსურ სადგურ „მირზე“ გაშლილი „რეფლექტორი“.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხელოვნური თანამგზავრი“ ვიკისაწყობში.
- ხელოვნური თანამგზავრი საიტზე Curlie
სქოლიორედაქტირება
- ↑ Sputnik 1: Trajectory Details. National Space Science Data Center. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-20. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2017