ბერძნული ტაძარი (ძვ. ბერძნ.: ὁ ναός, „საცხოვრებელი“) — ნაგებობები ანტიკურ საბერძნეთში, რომლებიც საკულტო ქანდაკებებისთვის იგებოდა, როგორც ბერძნული აკლდამის ნაწილი. თვით ეს ტაძრები საკულტო მნიშვნელობას არ ატარებდა, ვინაიდან მსხვერპლშეწირვა და რიტუალები შესაბამისი ღვთაებისათვის ტაძრის გარეთ ხდებოდა. ეს ტაძრები ხშირად ღვთაებებისთვის მიძღვნილი საჩუქრების შესანახი ადგილი იყო.

პართენონი, ათენის აკროპოლისი.

ეს ტაძრები ბერძნული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეტად გავრცელებული შენობებია. სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ელინისტურ სამეფოებში ამ დანიშნულებით აგებული ტაძრები ხშირად ადგილობრივ ტრადიციებს მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ბერძნული გავლენა აშკარაა, ეს ნაგებობები ჩვეულებრივ ბერძნულ ტაძრებად არ მიიჩნევა. ეს ეხება გრეკო-პართიულ და ბაქტრიულ ტაძრებს, ასევე პროლემეოსის ნიმუშებსაც, რომლებიც ეგვიპტურ ტრადიციას მისდევს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gottfried Gruben: Die Tempel der Griechen. Hirmer, München 2001 (5. edn.), ISBN 3-7774-8460-1
  • Manfred Bietak (ed.): Archaische Griechische Tempel und Altägypten. Österreichische Akademie der Wissenschaften, Wien 2001, ISBN 3-7001-2937-8
  • Ralf Schenk: Der korinthische Tempel bis zum Ende des Prinzipats des Augustus. Internationale Archäologie Vol. 45, 1997, ISBN 978-3-89646-317-3